თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ მიერითგან, ვინაჲთგან ჰრომთა მოხარკე ქმნილ იყვნეს ჰურიანი, მეფენიცა მათნი დაიდგინებოდეს ჰრომთა მიერ, და თჳსაგან უჩნდა მათ თანა ნაწილი სამეუფოჲ და კუალად ქალაქნი და ციხენი ჰურიასტანისანი სხუათა ეპყრნიან, და ვითარცა ჰრომთა მეფისა ნაწილსა ზედა ჰრომით მთავარნი მოივლინებოდიან მათ ზედა, ვითარ-იგი ჯუარცუმასა უფლისასა პილატე ჰრომთა ნაწილისა მთავარი იყო, და ბჭობაჲ ქუეყანისაჲ მას აქუნდა, ხოლო იზიარებდა ჰეროდესცა, ოთხთა სამთავროთა მთავარსა, რომელი-იგი მაშინ მეფედ ჰურიასტანისა დადგინებულ იყო კეისრისა მიერ ჰრომთაჲსა, რამეთუ მისსა მიავლინა განკითხვად უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. და კუალად მან პილატესვე მიუძღუანა. ამითვე წესითა იყვნეს აწ აღრიპპა მეფე ჰურიასტანისაჲ თჳსსა ნაწილსა ზედა და სამეუფოსა, და ფესტოს მთავარი პალესტინისა — ქალაქთა და ციხეთა და ხარკთა სამეუფოთაჲ; და ორნივე კეისრისა მიერ დადგინებულ იყვნეს. ბჭობისა უკუე ჴელმწიფებაჲ ფესტოსს აქუნდა, ხოლო იზიარებდა აღრიპპასცა, რომელსა მიუთხრა პავლესთჳს, ვითარ უმშჯავროდ გამოითხოვდეს მას ჰურიანი სიკუდიდ. და სიტყუათა ამათ შინა ცხად ჰყოფს, ვითარმედ არა არს ჩუეულებაჲ ჰრომთაჲ...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 25:15
14. და ვითარ მრავალ დღე იქცეოდეს მუნ, ფესტოს უთხრა მეფესა პავლესთჳს და ჰრქუა: კაცი ვინმე დაშთომილ არს ფელიქსისგან კრული,15. რომლისათჳს, ვიყავ რაჲ იერუსალჱმს, მითხრეს მე მღდელთ მოძღუართა და მოხუცებულთა ჰურიათა და ითხოვდეს მისთჳს სასჯელსა.16. რომელთა მიუგე და ვარქუ, ვითარმედ: არა არს ჩუეულებაჲ ჰრომთაჲ მიმადლებად ვისამე კაცისაჲ წარწყმედად, ვიდრემდე, რომელსა-იგი შეასმენდენ, პირისპირ აქუნდენ შემასმენელნი იგი, და ადგილი სიტყჳს-გებისაჲ მიიღოს ბრალისა მისთჳს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 25