მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 25:20

19. ძიებანი რაჲმე თჳსისა ეშმაკეულებისანი აქუნდეს მისა მიმართ და იესუჲს ვისთჳსმე მომკუდრისა, რომელსა იტყოდა პავლე ცხოველად.20. და ვითარ ვერარას ვჰპოებდ მე ამის ძიებისათჳს, ვეტყოდე მას, უკუეთუმცა უნდა მისლვად იერუსალჱმდ და მუნ განკითხვაჲ ამისთჳს.21. ხოლო პავლე ღაღადებდა დამარხვად მისა, რაჲთა კეისარმანცა აგრძნეს, და ვბრძანე დამარხვაჲ მისი ვიდრემდე მიუძღუანო იგი კეისარსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 25
20. და ვითარ ვერარას ვჰპოებდ მე ამის ძიებისათჳს, ვეტყოდე მას, უკუეთუმცა უნდა მისლვად იერუსალჱმდ და მუნ განკითხვაჲ ამისთჳს.
თავი ლ̂ზ. ბერენიკეს და აღრიპპაჲს მოსლვისათჳს და კუალად განკითხვისა პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა დღენი რავდენნიმე წარჴდეს, აღრიპპა მეფე და ბერენიკე მიიწინეს კესარიად მოკითხვად ფესტოჲსსა, და ვითარ მრავალ დღე იქცეოდეს მუნ, ფესტოს უთხრა მეფესა პავლესთჳს და ჰრქუა: კაცი ვინმე დაშთომილ არს ფელიქსისგან კრული, რომლისათჳს, ვიყავ რაჲ იერუსალემს, მითხრეს მე მოხუცებულთა და მღდელთმოძღუართა ჰურიათა და ითხოვდეს მისთჳს საშჯელსა, რომელთა მიუგე და ვარქუ, ვითარმედ: არა არს ჩუეულებაჲ ჰრომთაჲ მიმადლებად ვისსამე კაცისაჲ წარწყმედად, ვიდრემდე რომელსა-იგი შეასმენდენ, პირის-პირ აქუნდენ შემასმენელნი იგი. და ადგილი სიტყჳს-გებისაჲ მიიღოს ბრალეულისა მისთჳს. და ვითარცა შემოკრბეს იგინი აქა, არცა ერთი რაჲ დროჲ-ვყავ. ხვალისაგან დავჯედ საყდართა ზედა და ვბრძანე მოყვანებაჲ კაცისაჲ მის, რომლისათჳს წარმოდგეს შემასმენელნი და არცა ერთი რაჲ ბრალი აჩინეს, რომელსა ვჰგონებდ მე ბოროტსა. ძიებანი რაჲმე თჳსისა ეშმაკეულებისანი აქუნდეს მისსა მიმართ, და იესუჲს ვისთჳსმე მომკუდრისა, რომელსა იტყოდა პავლე ცხოველად, და ვითარ ვერარას ვჰპოებდ მე ამის ძიებისათჳს, ვეტყოდე მას, უკუეთუმცა უნდა მისლვად იერუსალემდ და მუნ განკითხვად ამისთჳს. ხოლო პავლე ღაღადებდა დამარხვად მისსა, რაჲთა კეისარმანცა აგრძნეს. და ვბრძანე დამარხვაჲ მისი, ვიდრემდე მიუძღუანო იგი კეისარსა (25,13-21).:

თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ მიერითგან, ვინაჲთგან ჰრომთა მოხარკე ქმნილ იყვნეს ჰურიანი, მეფენიცა მათნი დაიდგინებოდეს ჰრომთა მიერ, და თჳსაგან უჩნდა მათ თანა ნაწილი სამეუფოჲ და კუალად ქალაქნი და ციხენი ჰურიასტანისანი სხუათა ეპყრნიან, და ვითარცა ჰრომთა მეფისა ნაწილსა ზედა ჰრომით მთავარნი მოივლინებოდიან მათ ზედა, ვითარ-იგი ჯუარცუმასა უფლისასა პილატე ჰრომთა ნაწილისა მთავარი იყო, და ბჭობაჲ ქუეყანისაჲ მას აქუნდა, ხოლო იზიარებდა ჰეროდესცა, ოთხთა სამთავროთა მთავარსა, რომელი-იგი მაშინ მეფედ ჰურიასტანისა დადგინებულ იყო კეისრისა მიერ ჰრომთაჲსა, რამეთუ მისსა მიავლინა განკითხვად უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. და კუალად მან პილატესვე მიუძღუანა. ამითვე წესითა იყვნეს აწ აღრიპპა მეფე ჰურიასტანისაჲ თჳსსა ნაწილსა ზედა და სამეუფოსა, და ფესტოს მთავარი პალესტინისა — ქალაქთა და ციხეთა და ხარკთა სამეუფოთაჲ; და ორნივე კეისრისა მიერ დადგინებულ იყვნეს. ბჭობისა უკუე ჴელმწიფებაჲ ფესტოსს აქუნდა, ხოლო იზიარებდა აღრიპპასცა, რომელსა მიუთხრა პავლესთჳს, ვითარ უმშჯავროდ გამოითხოვდეს მას ჰურიანი სიკუდიდ. და სიტყუათა ამათ შინა ცხად ჰყოფს, ვითარმედ არა არს ჩუეულებაჲ ჰრომთაჲ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის