მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 25:23

22. მიუგო აღრიპა და ჰრქუა ფესტოსს: მინდა მეცა კაცისა მისგან სმენად. ხოლო მან ჰრქუა მას: ხვალე ისმინო მისი.23. და ხვლისაგან მოვიდა აღრიპა და ბერენიკე მრავლითა საუცრებითა. და შევიდა განსაკითხავსა მას ათასისთავთა თანა და კაცთა მათ, მთავართა ქალაქისათა. და ვითარცა ბრძანა ფესტოს, მოუყვანეს პავლე.24. და თქუა ფესტოს: აღრიპა მეფე და ყოველნი კაცნი, რომელნი ჩუენ თანა ხართ, ჰხედავთა ამას? ამისთჳს ყოველი სიმრავლე ჰურიათაჲ შემემთხჳა მე იერუსალჱმს და აქაცა ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს ეგე ცხორებად ამიერითგან.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 25
23. და ხვლისაგან მოვიდა აღრიპა და ბერენიკე მრავლითა საუცრებითა. და შევიდა განსაკითხავსა მას ათასისთავთა თანა და კაცთა მათ, მთავართა ქალაქისათა. და ვითარცა ბრძანა ფესტოს, მოუყვანეს პავლე.
თავი ლ̂ზ. ბერენიკეს და აღრიპპაჲს მოსლვისათჳს და კუალად განკითხვისა პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მიუგო აღრიპპა და ჰრქუა ფესტოსს: მინდა მეცა კაცისა მისგან სმენად. ხოლო მან ჰრქუა მას: ხვალე ისმინო მისი. და ხვლისაგან მოვიდა აღრიპპა და ბერენიკე მრავლითა საოცრებითა და შევიდა განსაკითხავსა მას ათასისთავთა თანა და კაცთა მათ მთავართა ქალაქისათა (25,22-23).:

თარგმანი: და ესეცა ღმრთისა განგებულებაჲ იყო, რამეთუ შთაუგდო აღრიპპას სურვილი სმენად ჰამბავსა პავლესსა, რაჲთა შესაკრებელსა ზედა უმრავლესთა მთავართასა გამოჩნდეს უბრალოებაჲ პავლესი, და კადნიერებით იქადაგოს სახელი ქრისტესი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის