თარგმანი: დიდ არს ქებაჲ ესე, რაჟამს მსაჯული თჳსითა პირითა წამებდეს უბრალოებასა განსაკითხავად წარდგინებულისასა, ვითარ-ესე აწ ფესტოს წინაშე მეფისა და ყოველთა მთავართა უბრალო ყო პავლე, და ყოველი ბრალი დაჰკრიბა მათ, რომელნი სიკუდიდ გამოითხოვდეს მას, კაცსა ესოდენ უბრალოსა, რომელ არცა ერთი სიტყუაჲ აქუს მისთჳს მიწერად მეფისა. ესევითარი ესე შესაკრებელი ქრისტემან მოუმზადა პავლეს, რამეთუ არათუმცა ვითარცა განსაკითხავი წარმოდგომილ იყო, ვინაჲმცა ესოდენმან ერმან მეფისა და მთავართამან ესოდენ დუმილით ისმინეს სიტყუაჲ ქადაგებისა მისისაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 25:26
25. ხოლო მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ არაჲ ღირსი სიკუდილისაჲ უქმნიეს ამას; და ვითარ-იგი თჳთ ესე უღაღადებდა კეისარსა, ვსაჯე წარვლინებაჲ მისი.26. რომლისათჳს განკრძალულად ვერარაჲ მაქუს, რაჲ მივსწერო უფლისა ჩემისა; ამისთჳს მოვიყვანე ეგე თქუენ წინაშე და უფროჲსღა შენ წინაშე, მეფე აღრიპა, რაჲთა განიკითხო ეგე, და უწყოდი, რაჲ მივწერო.27. რამეთუ უჯერო მიჩნს მე მიძღუანებაჲ პყრობილისაჲ და ბრალთაცა მისთა არა უწყებად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 25