მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 25:7

6. იქცეოდა იგი მუნ არა უმრავლეს ათისა დღისა, და შთავიდა კესარიად, და ხვალისაგან დაჯდა საყდართა ზედა და ბრძანა მოყვანებაჲ პავლესი.7. და ვითარცა მოვიდა იგი, გარე მოადგეს მას იერუსალჱმით შთასრულნი იგი ჰურიანი, მრავალსა და მძიმესა ბრალსა დასდებდეს პავლეს ზედა, რომლისა ვერ ეძლო გამოჩინებად.8. რამეთუ იგი სიტყუას-უგებდა მათ, ვითარმედ: არცა სჯულსა ჰურიათასა, არცა ტაძარსა, არცა კეისარსა რაჲ შევსცოდე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 25
7. და ვითარცა მოვიდა იგი, გარე მოადგეს მას იერუსალჱმით შთასრულნი იგი ჰურიანი, მრავალსა და მძიმესა ბრალსა დასდებდეს პავლეს ზედა, რომლისა ვერ ეძლო გამოჩინებად.
თავი ლ̂ვ. ფელიქსის ცვალებისა და ფესტოჲს მიერ განკითხვისათჳს პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
იქცეოდა იგი მუნ არა უმრავლეს ათისა დღისა, და შთავიდა კესარიად, და ხვალისაგან დაჯდა საყდართა ზედა და ბრძანა მოყვანებაჲ პავლესი. და ვითარცა მოვიდა იგი, გარე-მოადგეს მას იერუსალემით შთასრულნი იგი ჰურიანი; მრავალსა და მძიმესა ბრალსა დასდებდეს პავლეს ზედა, რომლისაჲ ვერ ეძლო გამოჩინებად, რამეთუ იგი სიტყუას-უგებდა მათ, ვითარმედ: არცა შჯულსა ჰურიათასა, არცა ტაძარსა, არცა კეისარსა რაჲ შევსცოდე (25,6-8).:

თარგმანი: საგონებელ არს, ნუ-უკუე ქრთამიცა წარეგოს პურიათა დღეთა მათ შინა ათთა, ფესტოჲს იერუსალემს ყოფისათა. ამისთჳს მსწრაფლ მიუდგეს მას და შთასლვასავე თანა ხვალისაგან წარმოადგინა პავლე კესარიას წინაშე საყდართა თჳსთა, და არღარა მსგავსად პირველისა სამართლად ბჭობს, ვითარცა განხრწნილი ქრთამისა მიერ. რამეთუ მაშინ ჰურიათა სიტყუა-უგო, ვითარმედ არა ჯერ-არს პავლესი იერუსალემდ აღსლვაჲ; იგინი შთავიდედ კესარიად. ხოლო აწ გარე-მოადგინნა ცილის-მწამებელნი, რომელთა ტყუვილსა დაჰჴსნიდა პავლე, და გამოაჩინებდა თჳსსა ყოვლით-კერძო უბრალოებასა შჯულისა მიმართცა და ტაძრისა და სამეუფოთა კეისრისა ბრძანებათა, რომელთა მორჩილ იყო.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის