მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 26:1

1. ხოლო აღრიპა ჰქუა პავლეს: ბრძანებულ არს შენდა თავისა შენისათჳს სიტყუად. მაშინ პავლე განყო ჴელი, მიუგებდა და თქუა:2. ყოველთათჳს, რომელთა მაბრალებენ მე ჰურიანი, მეფე აღრიპა, შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამეთუ შენ წინაშე მეგულების დღეს სიტყჳს-გებად უფროჲს-ღა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 26
1. ხოლო აღრიპა ჰქუა პავლეს: ბრძანებულ არს შენდა თავისა შენისათჳს სიტყუად. მაშინ პავლე განყო ჴელი, მიუგებდა და თქუა:
თავი ლ̂ზ. ბერენიკეს და აღრიპპაჲს მოსლვისათჳს და კუალად განკითხვისა პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო აღრიპა ჰრქუა პავლეს: ბრძანებულ არს შენდა თავისა შენისათჳს სიტყუად. მაშინ პავლე განყო ჴელი, მიუგებდა და თქუა: ყოველთათჳს, რომელითა მაბრალობენ მე ჰურიანი, მეფე აღრიპპა, შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამეთუ შენ წინაშე მეგულების დღეს სიტყჳს-გებად. უფროჲსღა, რამეთუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მათ ჩვეულებათა და ძიებათა ჰურიათასა. ამისთჳს გევედრები, სულგრძელებით ისმინე ჩემი (26,1-3).:

თარგმანი: არა იტყვს, უბრძანეს რაჲ სიტყუად ვითარმედ: რაჲსა-ღა მკითხავთ, რაოდენ გზის განკითხულსა ამას და აწ კეისრისა წინაშე წარდგომად განმზადებულსა. არამედ, ვითარ-იგი ჩუენდა უსწავლიეს, თჳთცა მზა არს სიტყჳს-გებად ყოველთა, რაოდენნი რავდენ-გზისცა ითხოვდენ მისგან სიტყუასა. ამას თანა, არა ჰლიქნის, არამედ, ვითარცა მეცნიერისა მიმართ შჯულისა ძიებათაჲსა, ესრეთ წადიერ არს სიტყჳს-ყოფად აღრიპპაჲს მიმართ. ამისთჳს ნეტარ უწოდს თავსა თჳსსა, რამეთუ წინაჲსწარ ხედავს მტერთა მიერ წამებასა ჭეშმარიტებისასა, ვითარ-იგი თქუა აღრიპპა შემდგომად სმენისა პავლეს სიტყუათაჲსა, ვითარმედ: "მცირედღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად". ვინაჲცა აწ ითხოვს მოციქული სულგრძელებით სმენასა და იტყჳს:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის