თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ არა ახლის-მეტყუელ ვარ, არამედ წინაჲსწარმეტყუელთა მიერ თქუმულსა მას ყოფადთა საქმეთა წინა-მოსწავებასა ვქადაგებ. ხოლო ესე ყოველთა შორის ცხად არს, ვითარმედ აღსავსე არს წიგნები წინაჲსწარმეტყუელთაჲ წინა-მოსწავებითა აღსასრულსა ჟამთასა ქმნილისა ამის ქრისტეს განკაცებისაჲთა, რომელსა პავლე ქადაგებდა და საყუედრელ საგონებელისაცა ამისთჳს ვნებისა მისისა მოსე იტყჳს: ხედვიდეთ ცხორებასა თქუენსა დამოკიდებულსა წინაშე თუალთა თქუენთა; არამედ ესე მიფარულად-რე თქუმულისაგან გამოიძიე, ვითარმედ პირველ ზოგადისა მის მკუდართა აღდგომისა აღდგომაჲ უფლისაჲ ნათლად მოეფინა ყოველსა სოფელსა, რამეთუ იქმნა პირმშო მკუდართა აღდგომისა, ვინაჲთგან სხუანი, რომელნიცა სადა აღდგეს მკუდარნი, კუალად მოკუდეს, ხოლო საუკუნოჲსა მის დაუსრულებელისა და კუალად უკუდავისა აღდგომისა პირმშოდ იგი მხოლოჲ აღდგომილ არს — უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელმან შემდგომად აღდგომისა მისისა სრულ ყვნა სიტყუანი წინაჲსწარმეტყუელთანი მოქცევისათჳს წარმართთაჲსა, ვითარ მოსე იტყჳს: იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა; და კუალად სხუაჲ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: აპა ესერა მიგეც შენ...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 26:23
22. შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელსა ღირს ვიქმენ, ვიდრე აქა დღედმდე ვდგა და უწამებ მცირესა და დიდსა, არარას გარეშესა ვიტყჳ წინაწარმეტყუელთა თქუმულისასა, რომელსა ეგულებოდა ყოფად, და მოსესსა,23. ვითარმედ ვნებად იყო ქრისტესა და ვითარმედ პირველ მკუდართა აღდგომისა ნათლისა ეგულების მითხრობად ერთა და ნათესავთა.24. და ვითარ-იგი ამას ეტყოდა, ფესტოს დიდითა ჴმითა თქუა: ჰბორგი პავლე, რამეთუ მრავალნი წიგნნი შენნი სიცბილად მიგაქცევენ შენ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 26