თარგმანი: ვინაჲთგან ყოველივე სიტყუაჲ თჳსი აღრიპპა მეფისა მიმართ მიაქცია პავლე, ამისთჳს განრისხნა ფესტოს, ვითარმცა ჰვნებოდა რაჲმე პავლესგან, და ბორგნეულ უწოდს მას, ვითარცა განსრულსა ცნობისაგან, ხოლო პავლე გონიერად სიტყუა-უგებს, ვითარმედ: ესე აღრიპპა, ვითარცა მეცნიერი წინაჲსწარმეტყუელთა თქუმულისაჲ, არა სიბორგილ უწოდს სიტყუათა ჩემთა, არამედ ჭეშმარიტებისა და სიწმიდისად. ამისთჳს, ვითარცა მეცნიერსა, მე არარაჲ დაუფარო, ხოლო შენ და შენ თანა ჰრომით მოსრულთა, გინდა-ღა-ვე თუმცა ცნობაჲ ქადაგებისა ჩემისაჲ, არა ყურესა ერთსა, არცა დაფარულსა ადგილსა ქმნილ არს ჯუარცუმაჲ და აღდგომაჲ ქრისტესი, რომელსა მე ვქადაგებ, არამედ შორის ყოვლისა სოფლისა, ქალაქსა შინა იერუსალემსა, ვინაჲ-იგი განისმა ყოველთა კიდეთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 26:25
24. და ვითარ-იგი ამას ეტყოდა, ფესტოს დიდითა ჴმითა თქუა: ჰბორგი პავლე, რამეთუ მრავალნი წიგნნი შენნი სიცბილად მიგაქცევენ შენ.25. ხოლო პავლე ჰრქუა: არა ვბორგი, მჴნეო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტებისა და სიწმიდისა სიტყუათა ვიტყჳ.26. რამეთუ მეცნიერ არს ამისთჳს მეფე, რომლისა მიმართცა კადნიერად ვიტყჳ, რამეთუ დაფარვად მისა რაჲსამე ამათგანისა არა ვირწმუნო, რამეთუ არცა დაფარულსა ადგილსა ქმნილ არს ესე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 26