მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 26:27

26. რამეთუ მეცნიერ არს ამისთჳს მეფე, რომლისა მიმართცა კადნიერად ვიტყჳ, რამეთუ დაფარვად მისა რაჲსამე ამათგანისა არა ვირწმუნო, რამეთუ არცა დაფარულსა ადგილსა ქმნილ არს ესე.27. გრწამს, მეფე აღრიპა, წინაწარმეტყუელთა? ვიცი, რამეთუ გრწამს.28. ხოლო აღრიპა ჰრქუა პავლეს: მცირედ-ღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 26
27. გრწამს, მეფე აღრიპა, წინაწარმეტყუელთა? ვიცი, რამეთუ გრწამს.
თავი ლ̂ზ. ბერენიკეს და აღრიპპაჲს მოსლვისათჳს და კუალად განკითხვისა პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
გრწამსა, მეფე აღრიპპა, წინაჲსწარმეტყუელთაჲ? ვიცი, რამეთუ გრწამს (26,27).:

თარგმანი: ესე აღრიპპა ძე არს მის აღრიპპა ჰეროდესი, რომელმან მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, და ამასცა ჰეროდე უწოდიან, ვინაჲცა მეოთხე არს ესე ჰეროდესითგან, რომელმან მოსრნა ჩჩჳლნი, და ჰეროდესითგან, რომელმან მოკლა წინამორბედი. ამათ ორთაჲ მესამე იყო ჰეწოდე აღრიპპა მკლველი იაკობ ზებედესისაჲ და მამაჲ ამის მეოთხისა ჰეროდე აღრიპპაჲსი, რომელი-ესე აწ დისა თჳსისა ბერენიკეს თანა მოვიდა ხილვად ფესტოჲსსა, რომლისა მიმართ პავლე, ვითარცა შჯულის მეცნიერისა სიტყუა-ჰყოფს და წამებს, ვითარმედ მორწმუნე არს წინაჲსწარმეტყუელთაჲ, ხოლო რომელსა წინაჲსწარმეტყუელთაჲ ჭეშმარიტებით ჰრწმენეს, მისგან ადვილ არს ქრისტეს სარწმუნოებად მოსლვაჲ, რაჟამს გულისჴმა-ყვნეს ყოველნი იგი მათ მიერ თქუმულნი წინა-მოსწავებანი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის