მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 26:29

28. ხოლო აღრიპა ჰრქუა პავლეს: მცირედ-ღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად.29. ხოლო პავლე ჰრქუა მას: ვილოცავ ღმრთისა მიმართ მცირეთათჳსცა და მრავალთა, არა ხოლო თუ შენდა, არამედ ყოველთა, რომელთა ესმის ჩემი დღეს ყოფად ესრეთ, ვითარცა მე ვარ, თჳნიერ კრულებათა ამათ.30. და ვითარცა ესე თქუა მან, აღდგა მეფე და მთავარი და ბერენიკე და მათ თანა მსხდომარენი იგი,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 26
29. ხოლო პავლე ჰრქუა მას: ვილოცავ ღმრთისა მიმართ მცირეთათჳსცა და მრავალთა, არა ხოლო თუ შენდა, არამედ ყოველთა, რომელთა ესმის ჩემი დღეს ყოფად ესრეთ, ვითარცა მე ვარ, თჳნიერ კრულებათა ამათ.
თავი ლ̂ზ. ბერენიკეს და აღრიპპაჲს მოსლვისათჳს და კუალად განკითხვისა პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო აღრიპა ჰრქუა პავლეს: მცირედღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად. ხოლო პავლე ჰრქუა მას: ვილოცავ ღმრთისა მიმართ მცირეთათჳსცა და მრავალთა, არა ხოლო თუ შენდა, არამედ ყოველთა, რომელთა ესმის ჩემი დღეს, ყოფად ესრეთ, ვითარცა მე ვარ, თჳნიერ კრულებათა ამათ (26,28-29).:

თარგმანი: რასა იტყჳ, ჵ პავლე, კრულებათა მაგათთჳს, რომლითა ყოველსა ადგილსა იქადი და შეიმკვები! აქა იჯმნია და გარე-მიქცევით ეტყჳ, ვითარმედ: "თჳნიერ კრულებათა ამათ"? მოგჳგებს მოციქული: არა ჩემგან გარე-მივაქცევ საკრველთა ამათ, რომელნი უფროჲს პორფირისა სამეუფოჲსა შემირაცხიან გჳრგჳნად სიქადულისა, არამედ უძლურებასა თანა მსმენელთასა დავმდაბლდები. ნუ-უკუე საძნაურ რაჲ უჩნდენ კრულებანი ესე, მის ძლით კიდე-დაშთენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა. ამისთჳს საწადელსა მას ხოლო და უჭირველსა და უსაჭიროესად საჴმარსა ულოცავ, რაჲთა სარწმუნოებად მოვიდენ ქრისტესსა, ხოლო ესე შემდგომიღა არს და მჴნეთაჲ ოდენ, რაჲთა, რაჟამს მემსგავსნენ სარწმუნოებითა, მებაძვნენ კრულებითაცა, რამეთუ არავინ სადგმელი ახლისა და უმურკნველისა სამოსლისაჲ შეადგის სამოსელსა ძუელსაო, —მეუფე და მჴსნელი ჩემი ქრისტე მასწავებს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის