მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 26:3

2. ყოველთათჳს, რომელთა მაბრალებენ მე ჰურიანი, მეფე აღრიპა, შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამეთუ შენ წინაშე მეგულების დღეს სიტყჳს-გებად უფროჲს-ღა.3. რამეთუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მათ ჩვეულებათა და ძიებათა ჰურიათასა. ამისთჳს გევედრები, სულგრძელებით ისმინე ჩემი.4. ცხორებაჲ უკუე ჩემი სიყრმითგან, პირველითგან ყოფილი ნათესავსა შორის ჩემსა იერუსალჱმს შინა, იციან ყოველთა ჰურიათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 26
3. რამეთუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მათ ჩვეულებათა და ძიებათა ჰურიათასა. ამისთჳს გევედრები, სულგრძელებით ისმინე ჩემი.
თავი ლ̂ზ. ბერენიკეს და აღრიპპაჲს მოსლვისათჳს და კუალად განკითხვისა პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო აღრიპა ჰრქუა პავლეს: ბრძანებულ არს შენდა თავისა შენისათჳს სიტყუად. მაშინ პავლე განყო ჴელი, მიუგებდა და თქუა: ყოველთათჳს, რომელითა მაბრალობენ მე ჰურიანი, მეფე აღრიპპა, შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამეთუ შენ წინაშე მეგულების დღეს სიტყჳს-გებად. უფროჲსღა, რამეთუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მათ ჩვეულებათა და ძიებათა ჰურიათასა. ამისთჳს გევედრები, სულგრძელებით ისმინე ჩემი (26,1-3).:

თარგმანი: არა იტყვს, უბრძანეს რაჲ სიტყუად ვითარმედ: რაჲსა-ღა მკითხავთ, რაოდენ გზის განკითხულსა ამას და აწ კეისრისა წინაშე წარდგომად განმზადებულსა. არამედ, ვითარ-იგი ჩუენდა უსწავლიეს, თჳთცა მზა არს სიტყჳს-გებად ყოველთა, რაოდენნი რავდენ-გზისცა ითხოვდენ მისგან სიტყუასა. ამას თანა, არა ჰლიქნის, არამედ, ვითარცა მეცნიერისა მიმართ შჯულისა ძიებათაჲსა, ესრეთ წადიერ არს სიტყჳს-ყოფად აღრიპპაჲს მიმართ. ამისთჳს ნეტარ უწოდს თავსა თჳსსა, რამეთუ წინაჲსწარ ხედავს მტერთა მიერ წამებასა ჭეშმარიტებისასა, ვითარ-იგი თქუა აღრიპპა შემდგომად სმენისა პავლეს სიტყუათაჲსა, ვითარმედ: "მცირედღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად". ვინაჲცა აწ ითხოვს მოციქული სულგრძელებით სმენასა და იტყჳს:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის