მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 26:5

4. ცხორებაჲ უკუე ჩემი სიყრმითგან, პირველითგან ყოფილი ნათესავსა შორის ჩემსა იერუსალჱმს შინა, იციან ყოველთა ჰურიათა.5. წინაჲსწარვე მიცოდეს მე პირველითგან, უკუეთუ უნდეს წამების, რამეთუ ჭეშმარიტებისა მისებრ მსახურებისა სჯულისა ჩუენისა ვცხონდებოდე ფარისეველი.6. და აწ სასოებისათჳს მამათა ჩუენთა აღთქუმულისა, რომელი იყო ღმრთისა მიერ, ვდგა და განვიკითხვი,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 26
5. წინაჲსწარვე მიცოდეს მე პირველითგან, უკუეთუ უნდეს წამების, რამეთუ ჭეშმარიტებისა მისებრ მსახურებისა სჯულისა ჩუენისა ვცხონდებოდე ფარისეველი.
თავი ლ̂ზ. ბერენიკეს და აღრიპპაჲს მოსლვისათჳს და კუალად განკითხვისა პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ცხორებაჲ უკუე ჩემი სიყრმითგან, პირველითგან ყოფილი ნათესავსა შორის ჩემსა იერუსალემს შინა იციან ყოველთა ჰურიათა. წინაჲსწარვე მიცოდეს მე პირველითგან, უკუეთუ უნდეს წამების, რამეთუ ჭეშმარიტებისა მისებრ მსახურებისა შჯულისა ჩუენისა ვცხონდებოდე ფარისეველი. და აწ სასოებისათჳს მამათა ჩუენთა აღთქუმულისა, რომელი იყო ღმრთისა მიერ, ვდგა და განვიკითხვი. რომლისა მიმართ ათორმეტი ნათესავი ჩუენი განკრძალული დღე და ღამე ჰმსახურებს და ესავს მიწევნასა, რომლისა სასოებისათჳს ვიბრალები ჰურიათაგან, მეფე აღრიპპა. რაჲ ურწმუნოებაჲ არს, განიკითხეთ-ღა თქუენ შორის, უკუეთუ ღმერთი მკუდართა აღადგინებს (26,4-8).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ოდენ იტყოდიან, თჳთ მათ ჰურიათა იციან, თუ ვითარითა ზედა-მიწევნით მეცნიერებითა ვჰმსახურებდ შჯულსა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: რამეთუ უმჯობესისა მისებრ წვალებისა ჩუენისა მსახურებისა ვცხონდებოდე ფარისეველი. ესე იგი არს, რამეთუ, დაღაცათუ სხუათა მათ ექუსთა წვალებათა უმჯობეს იყვნეს ფარისეველნი, ვითარცა აღმსაარებელნი მკუდართა აღდგომისანი და მორწმუნენი ანგელოზთა და სულთა ყოფისანი, არამედ მათ შორისცა იყო წვალებაჲ ნამეტნავთა რათმე წესთა ქონებისაჲ, რომელ არა წერილ იყვნეს შჯულსა შინა მოსესსა.

ვინაჲცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ზოგად ყოველნი უსრულ იყვნეს მეტობითა და ნაკლულევანებითა მოსეს შჯულთაგან, არამედ მე ეგრეთცა უმჯობესი სხუათაჲ მათ აღმერჩია და წესისაებრ ფარისეველთაჲსა ვცხონდებოდე. და აწ რაჲსა მაბრალობენ მე ქადაგებისათჳს მკუდართა აღდგომისა, რომელი-იგი ათორმეტთა შორის ნათესავთა ძეთა იაკობისთა აღსაარებულ არს; რამეთუ, რაჲთაღა სხჳთა სასოებითა თავს-ვიდებთ ოფლთა და ღუაწლთა ღმრთისმსახურებისათა, გინა თუ ჩუენ, გინა თუ მამანი ჩუენნი, უკუეთუ არა არს ღმრთისა მიერ აღდგინებაჲ მკუდართაჲ და მიგებაჲ საქმეთაებრ?...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის