მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:12

11. ხოლო ასისთავი იგი მენავეთ მოძღუარსა მას და ნავის უფალსა ერჩდა უფროჲს, ვიდრე-ღა პავლეს სიტყუათა.12. და ვითარ უმარჯუ იყო ნავთსადგური იგი დასაზამთრებლად, უმრავლესთა მათგანთა დაიდვეს გულსა წარსლვად მიერ, უკუეთუმცა ვითარ უძლეს მისლვად ფინიკედ და მუნ დაზამთრებად ტბასა მას კრიტისასა, რომელი ხედვიდა ჩრდილოდ და სოფლად.13. და ვითარ-იგი ქროდა ქარი სამხრისაჲ, ჰგონებდეს, ვითარმედ ნებისაებრ მათისა იყოს, აღდგეს ასონით და წარირჩევდეს კრიტით.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27
12. და ვითარ უმარჯუ იყო ნავთსადგური იგი დასაზამთრებლად, უმრავლესთა მათგანთა დაიდვეს გულსა წარსლვად მიერ, უკუეთუმცა ვითარ უძლეს მისლვად ფინიკედ და მუნ დაზამთრებად ტბასა მას კრიტისასა, რომელი ხედვიდა ჩრდილოდ და სოფლად.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარ უმარჯუ იყო ნავთსადგური იგი დასაზამთრებლად, უმრავლესთა მათგანთა დაიდვეს გულსა წარსლვად მიერ, უკუეთუმცა ვითარ უძლეს მისლვად ფინიკედ და მუნ დაზამთრებად ტბასა მას კრიტისასა, რომელი ჰხედვიდა ჩრდილოდ და სოფლად (27,12).:

თარგმანი: ადგილისა მის უმარჯობისაგან განიზრახეს მიქცევაჲ ფინიკით კერძო, რაჲთა, დაღაცათუ ვერ ვიდოდინ, მარჯუე ეპოოს მათ დასაზამთრებელად ნავთსაყუდელი კრიტისაჲ, რომელი-იგი ხედავს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ჩრდილოჲთ და ადგილით კერძო, რომელ-ესე სახელი არს კერძოთა რომელთაჲმე, თჳსაგან განკუთნვილი ესრეთ: ლივა და ხორონ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის