მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

და ვითარცა განაჩინეს ნავითა წარსლვაჲ ჩუენი იტალიად, მისცეს პავლე და სხუანი ვინმე პყრობილნი ასისთავსა, სახელით ივლიოსს, გუნდისა სევასტიელისაჲ. შევედით ნავსა ადრამიტჳნელსა, რომელი მიმავალ იყო ადგილთა მათ ასიაჲსათა, და, აღვჴედით რაჲ, ჩუენ თანა იყო არისტარხოს მაკედონელი, თესალონიკელი (27,1-2).

თარგმანი: აჰა მოძღუარი ყოვლისა სოფლისაჲ სხუათა პყრობილთა თანა მიეცა ივლიოსს ასისთავსა, რომელი იყო გუნდისაგან სევასტიელთაჲსა, რაჲთა წარიყვანოს იტალიას, რომელ არს ქუეყანაჲ ჰრომისაჲ. ხოლო ნავი იგი, რომელსა აღჴდეს, ასიისა კერძოთა მივიდოდა და იყო იგი ადრამიტჳნელი. კეთილად უკუე განეგო პავლეს და ლუკაჲს თანა ყოფაჲ არისტარხოჲსიცა, რომელი იყო ქუეყანით მაკედონიით, თჳთ მის მაკედონელთა დედაქალაქისა თესალონიკისაჲ, რაჲთა ყოველივე ჰამბავი პავლესი მიუთხრას მაკედონელთა, რაოდენი-რაჲ შეემთხჳა ნავსა შინა.

და მეორესა დღესა შთავედით სიდონდ. კაცთმოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა მისთა თანა მისლვად და მოღუაწებისა მიმთხუევად. და მიერ შევსხედით და თანა-წარვლეთ კჳპრე წინა-აღმდგომებითა ქართაჲთა. მაშინ უკუე უფსკრული იგი კილიკიისა და პამფჳლიისაჲ განვლეთ და შთავედით მჳრა ქალაქად ლუკიისა (27,3-5).

თარგმანი: კესარიით რაჲ შთავიდეს სიდონდ. ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, კაცთმოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა მისთა თანა მიმავალსა მოღუაწებისა მიმთხუევაჲ. ესე იგი არს, რამეთუ ფრიადისა უღონოებისაგან ენება პავლეს, რაჲთა მივიდეს მეგობართა თჳსთა თანა და მიემთხჳოს კაცთმოყუარებასა ძმათაგან მიღებითა ქველის-საქმისაჲთა. ვინაჲცა შეეწყალა იგი ივლიოსს ფრიადისა მისთჳს უპოვარებისა და განგრძობილისა პყრობილების, და უბრძანა, რაჲთა წარვიდეს და ითხოვოს, რაჲცა უჴმდეს საგზლად გზისა. არამედ შენ იხილე, ვითარ პყრობილებათა და კრულებათა ზედა დაერთო ღელვაგუემულებაჲცა და წინა-აღდგომაჲ ქართაჲ, რაჲთა ყოვლით კერძო თავს-დებითა ჭირთაჲთა უმეტეს განითქუას მჴნე იგი და ახოვანი სული პავლესი.

და მუნ პოვა ასისთავმან ნავი ალექსანდრიისაჲ, რომელი მივიდოდა იტალიად, და შემსხნა ჩუენ მას შინა (27,6).

თარგმანი: ესეცა ზეგარდამო განეგებოდა, ვინაჲთგან ყოვლისა სოფლისა მოძღუარი იყო პავლე და ყოველნი კიდენი მიელოდეს ჰამბავსა მისსა. ამისთჳს ნავნი იცვალებიან, რაჲთა ასიელმან მიუთხრას ასიელთა და ალექსანდრიელმან ალექსანდრიელთა.

ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ ვიდოდეთ და ძნიად მივიწიენით კნიდონდ, რამეთუ არა გჳტევებდა ჩუენ ქარი იგი. და თანა-წარვლეთ კრიტი სალმუნით კერძო. და ვითარცა ძლით წარმოვარჩიეთ იგი, მოვედით ადგილსა რასმე, რომელსა ერქუა ტბები კეთილი, რომელსა ეახლა ქალაქი ლასიაჲ (27,7-8).

თარგმანი: იხილე შეწევნაჲ მხდლისა ღმრთისაჲ, რამეთუ ვინაჲთგან ზღუაჲ მღელვარე იყო, ამისთჳს არა უტევებდა მათ ქარი იგი შინაგან სიღრმესა შესლვად, არამედ მძლავრ კიდეთა აყვანებდა და ჭალაკთა და ნავთსადგურთა კეთილთა მიაყვანებდა, რაჲთა არა პელაღონსა შინა დაინთქნენ. რამეთუ არს ჟამი ოდესმე, რომელ კიდენი უმოლხინეს არიან, რაჟამს გული ზღჳსაჲ და სიღრმე უფსკრულთაჲ მძჳნვარეობდეს.

და ვითარცა მრავალი ჟამი წარჴდა, და იყო-ღა ნავი საცთომელ სავალად, რამეთუ მარხვანი წარ-ოდენ-სრულ იყვნეს (27,9).

თარგმანი: ვითარ ვჰგონებ, მარხვათა ჰურიათასა იტყჳს, ვითარმედ წარ-ოდენ-სრულ იყვნეს, და ჟამი იგი არს მძჳნვარე ნავით სლვად მნებებელთათჳს.

ამცნებდა მათ პავლე და ეტყოდა: კაცნო ძმანო, ვხედავ, რამეთუ ჭირი და ზღვევაჲ მრავალი ყოფად არს არა ხოლო თუ ტჳრთისა და ნავისაჲ, არამედ თავნიცა ჩუენნი წარწყმედად არიან ნავისა თანა. ხოლო ასისთავი იგი მენავეთ-მოძღუარსა მას და ნავისა უფალსა ერჩდა უფროჲს, ვიდრეღა პავლეს სიტყუათა (27,9-11).

თარგმანი: იხილე ყოვლად აღუზუავებელი გონებაჲ მოციქულისაჲ, რამეთუ, რასა იგი წინაჲსწარმეტყუელებს ყოფადთა შემთხუევისათჳს, რეცა გამოცდილებასა აჩემებს და ეგრეთ უთხრობს, ვითარმედ: ვხედავ რეცა თუ ქარსა და ჰაერთა, ვითარმედ ესე და ესე შეგუემთხუევის; არამედ მან გამოცხადებით უწყოდა ყოფადი. რამეთუ მას ჟამსა განწირულ იყვნეს დანთქმად, ხოლო უკუანაჲსკნელ პავლეს მიჰმადლნა ღმერთმან სულნი იგი ნავსა შინა მყოფთანი, რაჲთა არცა ერთი წარწყმდეს ტჳრთისა თანა და ნავისა. ნუ-უკუე და პირველ ამისთჳს გამოეცხადა ყოფადი, რაჲთა არა ხოლო თქუას, არამედ რაჲთა ილოცოს-ცა სულთა მათ მიმადლებად მისსა. რამეთუ მარადის ამისთჳს იქმს ღმერთი წინა-მოსწავებასა რისხვისასა, რაჲთა, უკუეთუ მოვიქცეთ და შევინანოთ, გარე-წარგუჴადოს რისხვაჲ, ვითარ-იგი ნინეველთა. გარნა შენ იხალე, ვითარ კაცობრივითა გულის-სიტყჳთა ნავის უფალსა მას და საჭის-მპყრობელსა ნავისასა მიერჩის ასისთავი იგი უფროჲს პავლესსა, რამეთუ ჰგონებს მათ მქონებელად უმეტესისა გამოცდილებისა.

და ვითარ უმარჯუ იყო ნავთსადგური იგი დასაზამთრებლად, უმრავლესთა მათგანთა დაიდვეს გულსა წარსლვად მიერ, უკუეთუმცა ვითარ უძლეს მისლვად ფინიკედ და მუნ დაზამთრებად ტბასა მას კრიტისასა, რომელი ჰხედვიდა ჩრდილოდ და სოფლად (27,12).

თარგმანი: ადგილისა მის უმარჯობისაგან განიზრახეს მიქცევაჲ ფინიკით კერძო, რაჲთა, დაღაცათუ ვერ ვიდოდინ, მარჯუე ეპოოს მათ დასაზამთრებელად ნავთსაყუდელი კრიტისაჲ, რომელი-იგი ხედავს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ჩრდილოჲთ და ადგილით კერძო, რომელ-ესე სახელი არს კერძოთა რომელთაჲმე, თჳსაგან განკუთნვილი ესრეთ: ლივა და ხორონ.

და ვითარ-იგი ქროდა ქარი სამხრისაჲ, ჰგონებდეს, ვითარმედ ნებისაებრ მათისა იყოს. აღდგეს ასონით და წარირჩევდეს კრიტით. და შემდგომად არა მრავლისა ჟამისა იწყო ქროლად მის თანა ქარმან მან ბორბალმან, რომელსა ჰრქჳან ვრცელ-ღელვა. და ვითარ შეაცთუნა ნავი იგი და ვერ ეძლო პირსა მიქცევად ქარისა მის, მიუტევეთ და მიმოვაქუნდით (27,13-15).

თარგმანი: ესე მრავალ გზის შეემთხუევის გამოუცდელთა მენავეთა, რომელ მკუეთრ მობერვასა რომლისამე ქარისასა განჰყვიან, და რაჟამს იქცის ქარი, უადგილოსა ადგილსა ღელვასა დაემთხჳნიან შორიელობითა ნავთსაყუდელისაჲთა, ნუ-უკუე და და-ცა—ინთქნიან. ესრეთ ყვეს აწინდელთა ამათ მენავეთა; სხუასა ქარსა განჰყვეს, რომელი მარჯუჱ იყო, და მყის სხუამან მოჰბერა და შეაცთუნნა და მრავალ დღე ღელვა-გუემულ ყუნა.

ჭალაკსა რასმე თანა-წარვჰჴედით რაჲ, რომელსა ერქუა კლავდი, ძლით შეუძლეთ დაპყრობად ჴუამალდისა, რომელი აღიღეს და შესაწევნელად იჴუმევდეს და შემოსწებეს ნავსა (27,16-17).

თარგმანი: იხილეს რაჲ ჭალაკი იგი, ძლით ესე ოდენ ყვეს, რომელ გარდააგდეს ზღუად მცირე ჴუამალდი, რომელ არს ნავი მცირე სანდალი, რომელსა შინა მსხდომნი შეეწეოდეს დიდსა მას ნავსა. ხოლო სანდალი იგი შეაკრეს დიდსა მას ნავსა საბელთა მიერ, რაჲთა არა წარიტაცოს იგი შორს მათგან ქართა და ღელვათა სიმძაფრემან.

ხოლო ეშინოდა, ნუ-უკუე კბოდოვანსა განცჳვენ. გარდაუტევეს ჭურჭელი და ესრეთ მიმოაქუნდა (27,17).

თარგმანი: რაჟამს დამძიმდეს სიმძაფრე ღელვათაჲ და კუეთებაჲ ქართაჲ, მაშინ ჯერ-არს შიში, რომელნი ახლვიდენ კიდესა, ნუ-უკუე კლდესა შეაკუეთნეს. ამისთჳს კეთილად ყვეს აწ, რამეთუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, შთამოჰჴსნეს აფრაჲ და ესრეთ მიმოაქუნდა ნავი მათი, ნელიად ცემითა ქარისაჲთა, სიღრმესა შინა.

და ვითარ დიდსა ზამთარსა შინა ვიყვენით, ხვალისაგან გარდასდებდეს ტჳრთსა, და მესამესა დღესა ჭურჭელი ნავისაჲ თჳსითა ჴელითა გარდააბნიეს. ხოლო არცა მზე, არცა ვარსკულავი ჩნდა მრავალთა დღეთა, რამეთუ ზამთარი დიდი იყო. მიერითგან წარვიწირეთ სასოებაჲ ყოველი ცხორებად ჩუენდა. და ფრიადი უზმობაჲ იყო (27,18-21).

თარგმანი: საკჳრველ არს, ვითარ ესევითარსა ჟამსა ზამთრისასა ესოდენთა ღელვათა შინა დაშთეს პავლე და მის მიერ მის თანანი იგი ყოველნი ცოცხლად, ვინაჲცა ფრიადისა მისგან არმურისა არცა მზე გინა მთოვარე იხილვებოდა მრავალთა დღეთა. და არა ხოლო ტჳრთი გინა ჭურჭელი ნავისაჲ წარწყმდა, არამედ თჳთ ნავისაცა მის დაჴსნად მიუშუა ღმერთმან, რაჲთა არღარაჲს სხჳსა, არამედ პავლეს ლოცვათა მიერ განრინებულობაჲ ყოველთა მათ კაცთაჲ საცნაურ იქმნეს ყოველთა შორის.

მაშინ პავლე აღდგა შორის მათსა და თქუა: ჯერ-იყო, ჵ კაცნო, რაჲთამცა მერჩდით მე და არა წარხუედით კრიტით და შეიძინეთ ჭირი ესე და ზღვევაჲ. და აწცა გეტყჳ თქუენ: გულდებულ იყვენით, რამეთუ განჴუებაჲ სულისაჲ არცა ერთისაჲ იყოს თქუენგან თჳნიერ ხოლო ნავისა, რამეთუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისაჲ, რომლისაჲ ვარ მე, რომელსაცა ვჰმსახურებ და მრქუა: ნუ გეშინინ, პავლე, კეისრისა ჯერ-არს შენდა წარდგომაჲ, და აჰა ესერა მიგმადლნა შენ ღმერთმან ყოველნი, რომელნი არიან შენ თანა ნავსა მაგას. ამისთჳს გულდებულ იყვენით, კაცნო, რამეთუ მრწამს ღმრთისაჲ, რამეთუ ესრეთ იყოს, ვითარცა სახედ მეტყოდა მე. ჭალაკსა რასმე განსცჳვნებად ვართ ჩუენ (27,21-26).

თარგმანი: შემდგომად ესოდენისა მის ზამთრისა და ღელვა-გუემულებისა, არა ყუედრებით ეტყ!ვს გარდასრულსა მას ურჩ,ებასა მათსა, არამედ გარდასრულისა ურჩებისა მიერ შემთხუეულთა ძჳრთა მოჴსენებითა ყოფადთა მიმართ მორჩილებად აწუევს, და ვინაჲთგან პირველ საიდუმლოდ თქუმულსა წინაჲსწარმეტყუელებასა ვერ გულისჴმის-მყოფელ იქმნნეს, აწ განცხადებულად უტყჳს ჩუენებასა ანგელოზისასა, და ყოფადსა მას გამოჴსნასა მათსა არა თავსა თჳსსა მიაჩემებს, არამედ ღმერთსა, რომლისა-იგი ქადაგ არს, და მის მიერითა უწყებითა ოთხსა წინამოსწავებასა ჰყოფს: ნავისა შემუსრვასა, და კაცისა არცა ერთისა დაკლებასა, ჭალაკად განცჳვნებასა და კეისრისა წარდგომასა.

ხოლო ვითარცა მეათოთხმეტე ღამე მოიწია და მიმოვეტაცენით ჩუენ ანდრიასა შინა, შუვა ღამეს ოდენ ჰგონებდეს მენავენი იგი მიწევნად რომელსამე სოფელსა, და გარდაუტევეს საზომი და პოვეს ოც მჴარ. და მცირედ და-რე-ყოვნეს და კუალად მოზომეს და პოვეს ათხუთმეტი მჴარი. და ეშინოდა, ნუ-უკუე კბოდოვანსა ადგილსა განცჳვენ. ბოლოჲთ-კერძო ნავისა მის გარდასთხინეს ოთხნი კავნი და ილოცვიდეს განთენებასა. ხოლო მენავეთა მათ ეგულებოდა სივლტოლაჲ ნავისა მისგან და გარდაუტევეს ჴუამალდი იგი ზღუად, მიზეზად რეცა თუ თავით კერძო ნავისა მის განჰმარტებენ კავთა. მაშინ პავლე ჰრქუა ასისთავსა მას და ერის კაცთა: უკუეთუ ესენი არა იყვნენ ნავსა შინა, თქუენ განრინებად ვერ ჴელ-გეწიფების. მაშინ ერის კაცთა მათ განუკუეთნეს საბელნი იგი ჴუამალდისანი და მიუშუეს იგი წარტაცებად ღელვათა (27,27-32).

თარგმანი: აწღა იწყეს რწმუნებად პავლესსა, რაჟამს განისწავლნეს ჭირისა მისგან განგრძობილისა და მიმოდაიტაცნეს უფსკრულსა შინა ანდრიასა. და მენავენი იგი ჯერეთ ვერაგობენ-ღა და გონიერობენ მოზომითა და სანდლითა ლტოლვასა. ხოლო პავლე აყენებს, არა თუ საჴმრად რადმე ნავისა, არამედ რაჲთა არა განცრუვნეს წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი, არცა ცუდ იქმნეს ლოცვაჲ მისი ზოგად ყოველთა ცხორებისათჳს, ვინაჲთგან უწყოდა, ვითარმედ, უკუეთუ განეშორნენ მათ, დანთქმად არიან ჴუამალდითა მით, რამეთუ ნავი იგი და მას შინა მყოფნი პავლესთჳს იცვებოდეს. ამისთჳს შეაშინა ასისთავი იგი მის თანა მჴედრებითურთ, რაჲთა არა განუტევნენ მენავენი იგი, რომელნი დაინთქმოდეს ურწმუნოებითა პავლეს სიტყუათაჲთა. ხოლო ასისთავმან, ჭირთა მათგან მორწმუნე ქმნულმან, ისმინა პავლესი, განუკუეთა საბელი და ჴუამალდი იგი წარსატაცებელ ყო ღელვათა.

და ვითარცა განთენდებოდა, ჰლოცვიდა ყოველთა პავლე მიღებად საზრდელისა და ჰრქუა: მეათოთხმეტე დღე არს დღეს, ვინაჲთგან უზმათა დაგიყოფიეს და არარაჲ მიგიღებიეს. ამისთჳს გლოცავ თქუენ მიღებად საზრდელისა, რამეთუ ესე თქუენის ცხორებისათჳს არს. რამეთუ არავისი თქუენგანისაჲ თმაჲ ერთი თავისაჲ წარწყმედად არს. და ესე ვითარცა თქუა, მოიღო პური, ჰმადლობდა ღმერთსა წინაშე ყოველთასა და განტეხა და იწყო ჭამად. გულსმოდგინე იქმნნეს ყოველნი და მათცა მიიღეს საზრდელი. ხოლო ვიყვენით ნავსა მას შინა ყოველნი კაცნი ორას სამეოც და ათექუსმეტი სული (27,33-37).

თარგმანი: ესე კუალად სხუაჲ საკჳრველებაჲ, თუ ვითარ ღელვათავე ჭირსა თანა სიყმილითაცა განიკაფებოდეს ესოდენთა მათ დღეთა და არცა ერთი მათგანი მოკუდა. ვინაჲცა აწ, ვითარცა განრომილთა და ცხორებასა მიმთხუეულთა, უზრუნველად უტყჳს მათ პავლე მიღებად საზრდელისა, "რამეთუ ესე თქუენისა ცხორებისათჳს არს". რაჲ "ესე"? არამედ მიღებაჲ საზრდელისაჲ მიზეზ სიცოცხლისა ექმნების, რაჲთა არა მოსწყდენ სიყმილითა, რომელთაჲ-იგი ღმერთსა უბრძანებიეს არცაღა თმაჲ ერთი მათი წარწყმედად ღელვათა მიერ. ესე თქუა და პირველად თჳთ სახე განუგო ჭამისაჲ, რაჲთა პირველად მადლი შეწირონ ღმრთისა, რომელმან ესოდენთა დღეთა მისცა მათ ძალი არა წარწყმედად შიშისა მიერ და სიყმილისა, და ეგრეთღა ჭამონ და განძლიერდენ, ვითარცა მორწმუნე ქმნილნი ცხოვნებისანი, ესოდენნი იგი მრავალრიცხუნი და ყოველნი ღმრთისა მიერ განრინებულნი და განძლიერებულნი.

და ვითარცა განძღეს საზრდელითა, აღუმცირებდეს ნავსა მას და გარდასდებდეს იფქლსა ზღუად. და რაჟამს განთენა, ქუეყანაჲ იგი ვერ იცნეს. ყურესა რასმე განიცდიდეს, რომლისა იყო ზღჳს კიდე, სადა-იგი ეგულებოდა უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს განდგინებაჲ ნავისაჲ მის. მოჰჴსნნეს კავნიცა იგი და მიუტევნეს ზღუად, და მათ თანა მიუტევნეს შესაუღლველნიცა იგი საჭეთანი. და აღუპყრეს აფრაჲ მცირე და ქარით კერძო ეპყრა ზღჳს კიდით კერძო. და ვითარცა შეცჳვეს უმძაფრესსა ადგილსა, დაჰკიდეს ნავი იგი (27,38-41).

თარგმანი: იხილე სახიერებაჲ ღმრთისაჲ, რომელ განთენებამდე დაიცვა ნავი, და კაცთა მათ სიყმილი განაძღო, ვიდრეღა იფქლისაცა გარდასხმითა ღონე-ჰყოფდეს შეწევნად ნავისა, არამედ ვინაჲთგან დაჴსნაჲ მისი ბრძანებულ იყო, ყოველი დონე უძჳრესად მიიწეოდა მისთჳს. რამეთუ ესოდენღა სცვიდა მას ღმერთი, ვიდრემდის მიაახლნეს ჴმელსა სულნი იგი ორას სამეოც და ათექუსმეტნი.

და რამეთუ თავით კერძოჲ იგი უმაგრესად დგა, ეგო უძრავად. ხოლო ბოლოჲთ კერძი იგი დაირღუეოდა სიმძაფრითა ღელვათაჲთა. ხოლო ერის კაცთა მათ ზრახვა ყვეს; რაჲთა მოსწყჳდნენ პყრობილნი იგი, ნუ-უკუე გან-ვინმე-ცურდეს და ივლტოდის. ხოლო ასისთავსა მას უნდა განრინებაჲ პავლესი და დააბრკოლნა იგინი ზრახვისა მისგან, და უბრძანა, რომელნი-იგი ცურვით შემძლებელ იყვნეს, განსლვად ქუეყანად. და სხუანი იგი რომელნიმე ფიცრითა და რომელნიმე ჭურჭლითა ნავისაჲთა რომლითამე, და ესრეთ განვერენით ყოველნივე და გამოვედით ქუეყანად, და გამო-რაჲ-ვჴედით, მაშინ იცნეს, რამეთუ მელიტონი ერქუა ჭალაკსა მას (27,41-44; 28,1).

თარგმანი: კუალად მოსწრაფე არს ეშმაკი, რაჲთა განაცრუოს წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ვითარ-იგი პირველ ღონე-ჰყოფდა წარწყმედად მენავეთა და განაზრახებდა სანდლითა ლტოლვად. ეგრეთვე აწ მჴედართა აზრახებს მოწყუედასა პყრობილთასა, რამეთუ შურდა, ვითარ-იგი გამოეთხოა პავლეს, რაჲთა თმაჲცა ერთი არა წარწყმდეს სულთა მათგან მის თანა მყოფთა ნავსა შინა. არამედ ცუდ ყო ღმერთმან ესეცა სივერაგე მისი, და ესოდენ სიყუარულად აღძრა სული ასისთავისაჲ პავლეს მიმართ, რომელჲ ვითარ-იგი ღმერთმან მის ძლით განარინნა მის თანა მყოფნი ნავსა შინა, ეგრეთვე ასისთავმანცა მის ძლით დაიცვნა სხუანიცა იგი პყრობილნი მოწყუედისაგან. და ესრეთ სრულ იქმნა წინაჲსწარმეტყუელებაჲ პავლესი ყოველთა უვნებელად დაცვითა და ჴმელად განსლვითა. ხოლო ნავი ამისთჳს დაირღუა, რაჲთა უმეტეს საცნაურ იქმნეს ძლიერებაჲ ღმრთისაჲ და არა თქუან უგუნურთა, ვითარმედ: ნავმან განგჳყვანნა. არამედ ღმერთმან წყალთაგან უფსკრულთაჲსა დანთქმად და სიკუდიდ განწირულნი აღმოიყვანნა. ესრეთვე შენცა ჰყოფდი, საყუარელო, აღირჩიე ერთი პავლეს მსგავსი რჩეული საჭეთმპყრობელი მმართებელად სულისა შენისა, მისი ირწმუნე უფროჲს ბევრეულთა ერის კაცთა მენავეთა და მავლინებელთა, და არა დაინთქა მღელვარებასა ამას შინა სოფლისასა. რამეთუ აჰა ჰხედავ, ვითარ ასისთავი მჴედრებითურთ და თჳთ მენავეთ-მოძღუარი იგი ნავის უფლით და მენავებითურთ მოქენე იქმნნეს პავლესსა, ვითარცა ყოვლისა სოფლისა ღმრთისა ეკლესიათა საჭეთ მმართებელისა, რომელმან სულთავე თანა ყოველთა მორწმუნეთასა ჴორცნიცა იგი მის თანა მყოფთა ურწმუნოთანი დანთქმისაგან აღმოიყვანნა. რამეთუ წმიდათაგანი ვინცა დაღაცათუ მრჩობლ შეკრული იყოს, მრავალ ბევრთა არაწმიდათა ჴსნილთა უძლიერეს არს შემწედ ჩუენდა. ვითარ-ესე აწ პავლე კრულმან ჴსნილნი იგი კაცნი იჴსნნა სიკუდილისაგან, არა კაცობრივითა ძალითა, არამედ მის თანა მოქმედებითა მადლისა ღმრთისა ყოვლად ძლიერისაჲთა. და ესრეთ გონიერ იყვნეს და ცოცხალ გონებითა, ჴსნილნი იგი ღელვათაგან, ვიდრეღა მყის გამოსლვასავე თანა იცნეს ადგილიცა იგი, რამეთუ ჭალაკი იყო მელიტონ წოდებული.

ხოლო ბარბაროზთა მათ წინა-მიყვეს არა მცირედი კაცთმოყუარებაჲ, რამეთუ აღაგზნეს ცეცხლი და შემიწყნარნეს ჩუენ ყოველნი წჳმისა მისგან და ყინელისა, რომელი იყო (28,2).

თარგმანი: იხილე და ისწავე კაცთმოყუარებაჲ ბარბაროზთა ამათგან, ვითარ თჳნიერ ყოვლისა შჯულისა და მცნებისა ბუნებითითა წყალობითა შეეწევიან ჭირსა შთავრდომილთა, და ამიერ გულისჴმა-ყავ, თუ რაოდენ უფროჲს თანა-მდებ ხარ შენ ჴელის-აპყრობად ყოველთა ჭირვეულთა, რომელსა გქონან შჯული და მცნებანი და მრავალფერნი სახენი უზეშთაესსა მას თანა ყოველთა სახელთასა მეუფისა ჩუენისა კაცთმოყუარებასა, რომელ მან აჩუენა ჩუენთჳს ვნებითა წმიდათა მათ ჴორცთა მისთაჲთა.

და ვითარ შეჰკრებდა პავლე ფრიადსა ქარქუეტსა და დაასხმიდა ცეცხლსა მას ზედა, იქედნე სიტფოჲსა მისგან გამოჴდა და მოეხჳა ჴელსა პავლესსა. ვითარცა იხილეს ბარბაროზთა მათ გუელი იგი დამოკიდებული ჴელსა მისსა, იტყოდეს ურთიერთას: კაცის მკლველი სამე არს კაცი ესე, რომელი, ზღუასაღა თუ განერა, საშჯელმან ცხორებად არავე უტევა. ხოლო მან ჴელი განყარა და შეაგდო გუელი იგი ცეცხლსა, და არარაჲ ბოროტი ევნო მას. ხოლო იგინი ჰგონებდეს, ვითარმედ განსივნეს და დაეცეს მეყსეულად მკუდარი. და ვითარ-იგი მყოვარ ჟამ ჰგებდეს და ჰხედვიდეს, რამეთუ არარაჲ ბოროტი შეემთხჳა მას, მოიქცეს და იტყოდეს, ვითარმედ: ღმერთი არს (28,3-6).

თარგმანი: არა ზუაობით და მაჩუენებლობით, არამედ მარადის იძულებული ჭირისაგან სარგებელად ძმათა იქმს სასწაულთა, რამეთუ რაჲ-იგი წინაჲსწარმეტყუელა ორ გზის თქუმითა წინაჲსწარ შემთხუევადისათჳს ზღუასა შინა, იგიცა კაცთმოყუარებისათჳს ყო შესაწევნელად კაცთა ჭირვეულთა. და აწ კუალად მსახურებისათჳსვე ძჳრხილულთაჲსა შეჰკრებდა ქარქუეტსა განსატფობელად განყინულთა, და მაშინ ცეცხლისა მისგან აღეკრა იქედნე მკლავსა მისსა. ხოლო პოა რაჲ წმიდაჲ იგი ჴელი მისი, განწმედილი ბრალისაგან, უქმ იქმნა მისსა მიმართ მაკუდინებელობაჲ გესლისა მისისაჲ ვინაჲცა ამიერ ისწავე, რაჲთა არა გიკჳრდეს თუ რაჲსათჳს დაჰბადნა მეუფემან მჴეცნი და ქუეწარმავალნი. ცხად არს, ვითარმედ პირველ მცნებისა გარდასლვისა — ყოველივე მორჩილად და მსახურად ადამისსა. და აქუსცა თითოეულსა მათსა თჳსისა რაჲსმე ადგილისა საჴმარებაჲ, ვითარ-იგი გუელთაგან წამლიანთა შეიზავების თერია. ხოლო შემდგომად მცნებისა გარდასლვისა კიდეგანსა ადგილსა დაიმარხნეს მჴეცნი და ქუეწარმავალნი, ვითარცა შოლტნი საშინებელად ურჩთა და ლაღთა კაცთათჳს. აწ უკუე, ვითარ-იგი ძჳრის-მოქმედთა ეშინის ჭურჭელთაგან და ორღანოთა საგუემელთა, ხოლო კეთილის მოქმედთა ყოვლად არაჲ ეურვების მათი, ეგრეთვე ჴელი შენი უკუეთუ უბრალო იყოს და არა-ღირს ძჳრისა, ესრეთვე უქმ იყოს შენ ზედა წამალი მაკუდინებელთაჲ, ვითარ-ესე აწ პავლეს ზედა. ხოლო უკუეთუ ცოდვაჲ მოგაუძლურებს, ნუ დამბადებელსა, არამედ თავსა თჳსსა აბრალე ცოდვისა მისთჳს, რამეთუ მორწმუნეთადა მიცემულ არს ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა. ხოლო ჩუენ ამისთჳს გუეშინის მჴეცთაგან, რამეთუ არა გუაქუს სრული საჭურველი სარწმუნოებისა და საქმეთა კეთილთაჲ. გარნა შენ იხილე, ვითარ ჯეროვნითა განგებულებითა მიუშუა ღმერთმან ჟამ ერთ კიდებად ჴელსა მოციქულისასა იქედნე იგი, რაჲთა არა საოცარ რაჲმე ჰგონონ სასწაული იგი, არამედ სახისა მისგან პავლეს კრულებათაჲსა იჭუად მოვიდენ, ვითარმედ ბრალისათჳს შეპყრობილ არს, და ბრალი იგი კაცის-კლვად ჰგონონ ბარბაროზთა მათ და თქუან, ვითარმედ საშჯელმან ცხორებად არა-ვე უტევა. ამიერ ჰრცხუენოდენ განცოფებულსა მას სიბრძნესა წარმართთა ფილოსოფოსთასა, რამეთუ აჰა ბარბაროზნი უსწავლელნი არა ბედსა გინა ვარსკულავსა, არცა მთოვარესა გინა დღესა შობისასა აჩემებენ საქმესა ამას, ვითარ-იგი ფილოსოფოსთაგანნი ვინმე, არამედ იტყჳნ, ვითარმედ განგებულებასა და საშჯელსა ღმრთისასა ვერ-ვინაჲ სადეთ ევლტოდის, ზღუასა შინა ანუ თუ ჴმელსა. ხოლო რაჟამს არარაჲ ბოროტი შეემთხჳა, მაშინ თქუეს, ვითარმედ ღმერთი არს. და ესე იყო მოქცევაჲ, რამეთუ კაცისმკლველობისა წილ ღმერთ უწოდეს პავლეს, რამეთუ, დაღაცათუ იგინი უმეცარ იყვნეს, რასა იტყოდეს, არამედ მადლით ღმერთ არიან წმიდანი, რომელთა დაიცვან სათნოებით მსგავსებაჲ მამისა მათისა ზეცათაჲსაჲ, და არა ვითარცა კაცნი უწესონი მოსწყდებოდინ სიკუდილითა მით ცოდვისა მიერითა.

ხოლო ადგილთა მათ იყო სოფლები მთავრისა ვისმე მის ჭალაკისაჲ, რომელსა სახელი ერქუა პოპლიოს, რომელმან შემიწყნარნა ჩუენ და სამ დღე სიყუარულით მოწლედ მისტუმრნა. და იყო მამაჲ პოპლიოჲსი სიცხითა და ნაწლევითა სნეულ და მწოლარე, რომლისა შევიდა პავლე და ულოცა და დაასხნა მის ზედა ჴელნი მისნი და განკურნა იგი. და ვითარცა ესე იქმნა, სხუანიცა, რომელნი იყვნეს ჭალაკსა მას შინა და აქუნდა უძლურებაჲ, მოვიდოდეს და განიკურნებოდეს ძალითა ღმრთისაჲთა, რომელთაცა მრავლითა პატივითა პატივ-გუცეს ჩუენ, და წარსლვასა ჩუენსა აღგუაგნეს საგზლითა (28,7-10).

თარგმანი: აჰა სხუაჲ უცხოთმოყუარე და მსტუმრებელი სამ დღე კაცთა ორას სამეოც და ათექუსმეტთაჲ, არარაჲთ სხჳთა მეცნიერებითა, თჳნიერ ბუნებითითა მით ლმობითა ჭირვეულთა ზედა, ვინაჲცა კეთილსა სასყიდელსა მიემთხჳა პავლესგან, რამეთუ განკურნა მამაჲ მისი უძლურებისაგან. ესრეთ არა თავისა თჳსისა ცხოველ იყო პავლე, არამედ ქრისტესსა, და ყოველსავე სადიდებელად მისსა იქმოდა, და ოდეს ღონე იყვის, ჴელთა თჳსთა კმა-იყოფდის მისთჳს და მის თანა მყოფთა საზრდელად. ხოლო აწ ვინაჲთგან ერი მრავალი იყო მის თანა და ერთისა ჴელნი ვერ კმა-ეყოფოდეს მათ, დაღაცათუმცა ჰქონებოდა ჟამი და სიმარჯუე საქმისაჲ, ამისთჳს განამრავლა საქმე კურნებათაჲ და მით გამოზარდნა მის თანა მყოფნი საზრდელითა ჴორციელითა, ხოლო მის სოფლებისანი — საზრდელითა სულიერითა; რამეთუ არარაჲთ ესრეთ მოიქცევიან ურწმუნონი, ვითარ ხილვითა სასწაულთაჲთა. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ არათუმცა სარწმუნოებად მოსრულ იყვნეს მრავალნი კაცთაგან მის სოფლებისათა, არამცა სამ თუე ეპყრნეს იგინი მუნ მრავლითა პატივითა, და მიერ აღგებულნი საგზლითა წარევლინნეს. ესე ყოველი წარჰმართეს კრულებათა პავლესთა, რამეთუ მე არა ხოლო მის ჭალაკებისაგანთა, არამედ არცაღა ნავსა შინა მყოფთაჲ მათ მის მიერ განრინებულთაჲ მგონიეს, ვითარმცა არა მოედრიკნეს ქვისა უფიცხესღა თუმცა ყოფილ იყვნეს სულნი მათნი, მოსლვად სარწმუნოებად ქრისტესსა, ყოველთა მათთჳს ძალთა, რომელ იქმნნეს მათ ზედა, და რომელნი იხილნეს სხუათაცა ზედა ქმნილად ჴელითა ქრისტეს მოციქულისა პავლესითა.