მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:17

16. ჭალაკსა რასმე თანა-წარვჰჴედით რაჲ, რომელსა ერქუა კლავდი, ძლით შეუძლეთ დაპყრობად ჴუამალდისა,17. რომელი აღიღეს და შესაწევნელად იჴუმევდეს და შემოსწებეს ნავსა. ხოლო ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა განცჳვენ, გარდაუტევეს ჭურჭელი და ესრეთ მიმოაქუნდა.18. და ვითარ დიდსა ზამთარსა შინა ვიყვენით, ხვალისაგან გარდასდებდეს ტჳრთსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27
17. რომელი აღიღეს და შესაწევნელად იჴუმევდეს და შემოსწებეს ნავსა. ხოლო ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა განცჳვენ, გარდაუტევეს ჭურჭელი და ესრეთ მიმოაქუნდა.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ჭალაკსა რასმე თანა-წარვჰჴედით რაჲ, რომელსა ერქუა კლავდი, ძლით შეუძლეთ დაპყრობად ჴუამალდისა, რომელი აღიღეს და შესაწევნელად იჴუმევდეს და შემოსწებეს ნავსა (27,16-17).:

თარგმანი: იხილეს რაჲ ჭალაკი იგი, ძლით ესე ოდენ ყვეს, რომელ გარდააგდეს ზღუად მცირე ჴუამალდი, რომელ არს ნავი მცირე სანდალი, რომელსა შინა მსხდომნი შეეწეოდეს დიდსა მას ნავსა. ხოლო სანდალი იგი შეაკრეს დიდსა მას ნავსა საბელთა მიერ, რაჲთა არა წარიტაცოს იგი შორს მათგან ქართა და ღელვათა სიმძაფრემან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის