თარგმანი: შემდგომად ესოდენისა მის ზამთრისა და ღელვა-გუემულებისა, არა ყუედრებით ეტყ!ვს გარდასრულსა მას ურჩ,ებასა მათსა, არამედ გარდასრულისა ურჩებისა მიერ შემთხუეულთა ძჳრთა მოჴსენებითა ყოფადთა მიმართ მორჩილებად აწუევს, და ვინაჲთგან პირველ საიდუმლოდ თქუმულსა წინაჲსწარმეტყუელებასა ვერ გულისჴმის-მყოფელ იქმნნეს, აწ განცხადებულად უტყჳს ჩუენებასა ანგელოზისასა, და ყოფადსა მას გამოჴსნასა მათსა არა თავსა თჳსსა მიაჩემებს, არამედ ღმერთსა, რომლისა-იგი ქადაგ არს, და მის მიერითა უწყებითა ოთხსა წინამოსწავებასა ჰყოფს: ნავისა შემუსრვასა, და კაცისა არცა ერთისა დაკლებასა, ჭალაკად განცჳვნებასა და კეისრისა წარდგომასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:26
25. ამისთჳს გულ-დებულ იყვენით, კაცნო, რამეთუ მრწამს ღმრთისაჲ, რამეთუ ესრეთ იყოს, ვითარცა სახედ მეტყოდა მე.26. ჭალაკსა რასმე განსცჳვნებად ვართ ჩუენ.27. ხოლო ვითარცა მეათოთხმეტე ღამე მოიწია და მიმოვეტაცენით ჩუენ ანდრიასა შინა, შუა ღამეს ოდენ ჰგონებდეს მენავენი იგი მიწევნად რომელსამე სოფელსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27