თარგმანი: კესარიით რაჲ შთავიდეს სიდონდ. ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, კაცთმოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა მისთა თანა მიმავალსა მოღუაწებისა მიმთხუევაჲ. ესე იგი არს, რამეთუ ფრიადისა უღონოებისაგან ენება პავლეს, რაჲთა მივიდეს მეგობართა თჳსთა თანა და მიემთხჳოს კაცთმოყუარებასა ძმათაგან მიღებითა ქველის-საქმისაჲთა. ვინაჲცა შეეწყალა იგი ივლიოსს ფრიადისა მისთჳს უპოვარებისა და განგრძობილისა პყრობილების, და უბრძანა, რაჲთა წარვიდეს და ითხოვოს, რაჲცა უჴმდეს საგზლად გზისა. არამედ შენ იხილე, ვითარ პყრობილებათა და კრულებათა ზედა დაერთო ღელვაგუემულებაჲცა და წინა-აღდგომაჲ ქართაჲ, რაჲთა ყოვლით კერძო თავს-დებითა ჭირთაჲთა უმეტეს განითქუას მჴნე იგი და ახოვანი სული პავლესი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:3
2. შევედით ნავსა ადრამიტჳნელსა, რომელი მიმავალ იყო ადგილთა მათ ასიაჲსათა, და, აღვჴედით რაჲ, ჩუენ თანა იყო არისტარხოს მაკედონელი, თესალონიკელი.3. და მეორესა დღესა შთავედით სიდონდ. კაცთ მოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა თჳსთა თანა მისლვად და მოღუაწებისა მიმთხვევად.4. და მიერ შევსხედით და თანა-წარვლეთ კჳპრე წინააღმდგომებითა ქართაჲთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27