თარგმანი: აწღა იწყეს რწმუნებად პავლესსა, რაჟამს განისწავლნეს ჭირისა მისგან განგრძობილისა და მიმოდაიტაცნეს უფსკრულსა შინა ანდრიასა. და მენავენი იგი ჯერეთ ვერაგობენ-ღა და გონიერობენ მოზომითა და სანდლითა ლტოლვასა. ხოლო პავლე აყენებს, არა თუ საჴმრად რადმე ნავისა, არამედ რაჲთა არა განცრუვნეს წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი, არცა ცუდ იქმნეს ლოცვაჲ მისი ზოგად ყოველთა ცხორებისათჳს, ვინაჲთგან უწყოდა, ვითარმედ, უკუეთუ განეშორნენ მათ, დანთქმად არიან ჴუამალდითა მით, რამეთუ ნავი იგი და მას შინა მყოფნი პავლესთჳს იცვებოდეს. ამისთჳს შეაშინა ასისთავი იგი მის თანა მჴედრებითურთ, რაჲთა არა განუტევნენ მენავენი იგი, რომელნი დაინთქმოდეს ურწმუნოებითა პავლეს სიტყუათაჲთა. ხოლო ასისთავმან, ჭირთა მათგან მორწმუნე ქმნულმან, ისმინა პავლესი, განუკუეთა საბელი და ჴუამალდი იგი წარსატაცებელ ყო ღელვათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:32
31. მაშინ პავლე ჰრქუა ასისთავსა მას და ერის კაცთა: უკუეთუ ესენი არა იყვნენ ნავსა შინა, თქუენ განრინებად ვერ ჴელ-გეწიფების.32. მაშინ ერისგანთა მათ განუკუეთნეს საბელნი იგი ჴუამალდისანი და მიუშუეს იგი წარტაცებად ღელვათა.33. და ვითარცა განთენდებოდა, ჰლოცვიდა ყოველთა პავლე მიღებად საზრდელისა და ჰრქუა: მეათოთხმეტე დღე არს დღეს, ვინაჲთგან უზმათა დაგიყოფიეს და არარაჲ მიგიღებიეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27