თარგმანი: იხილე სახიერებაჲ ღმრთისაჲ, რომელ განთენებამდე დაიცვა ნავი, და კაცთა მათ სიყმილი განაძღო, ვიდრეღა იფქლისაცა გარდასხმითა ღონე-ჰყოფდეს შეწევნად ნავისა, არამედ ვინაჲთგან დაჴსნაჲ მისი ბრძანებულ იყო, ყოველი დონე უძჳრესად მიიწეოდა მისთჳს. რამეთუ ესოდენღა სცვიდა მას ღმერთი, ვიდრემდის მიაახლნეს ჴმელსა სულნი იგი ორას სამეოც და ათექუსმეტნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:38
37. ხოლო ვიყვენით ნავსა მას შინა ყოველნი კაცნი ორას სამეოც და ათექუსმეტი სული.38. და ვითარცა განძღეს საზრდელითა, აღუმცირებდეს ნავსა მას და გარდასდებდეს იფქლსა ზღუად.39. და რაჟამს განთენა, ქუეყანაჲ იგი ვერ იცნეს, ყურესა რასმე განიცდიდეს, რომლისა იყო ზღჳს კიდე, სადა-იგი ეგულებოდა, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, განდგინებაჲ ნავისაჲ მის.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27