თარგმანი: იხილე შეწევნაჲ მხდლისა ღმრთისაჲ, რამეთუ ვინაჲთგან ზღუაჲ მღელვარე იყო, ამისთჳს არა უტევებდა მათ ქარი იგი შინაგან სიღრმესა შესლვად, არამედ მძლავრ კიდეთა აყვანებდა და ჭალაკთა და ნავთსადგურთა კეთილთა მიაყვანებდა, რაჲთა არა პელაღონსა შინა დაინთქნენ. რამეთუ არს ჟამი ოდესმე, რომელ კიდენი უმოლხინეს არიან, რაჟამს გული ზღჳსაჲ და სიღრმე უფსკრულთაჲ მძჳნვარეობდეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:7
6. და მუნ პოა ასისთავმან მან ნავი ალექსანდრიისაჲ, რომელი მივიდოდა იტალიად, და შემსხნა ჩუენ მას შინა.7. ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ ვიდოდეთ და ძნიად მივიწიენით კნიდონდ, რამეთუ არა გჳტევებდა ჩუენ ქარი იგი, და თანაწარვლეთ კრიტი სალმონით კერძო.8. და ვითარცა ძლით წარმოვირჩიეთ იგი, მოვედით ადგილსა რასმე, რომელსა ერქუა ტბები კეთილი, რომელსა ეახლა ქალაქი ლასიაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27