თარგმანი: არა ხოლო ზეგარდამოჲსა ჩუენებისა, არამედ კაცობრივ ძმათა ხილვისაცა საქმე ნუგეშინის-სცემს პავლეს, და აღსძრავს მადლობად ღმრთისა მათთჳს, რომელთა-იგი ესმა რაჲ ჰრომს მისლვაჲ მისი, არღარა ჰგებდეს ქალაქად შესლვასა მისსა. არამედ ფრიადითა მჴურვალებითა სარწმუნოებისაჲთა მოეგებვოდეს მას შორს გარეგან ქალაქისა, ადგილთა, რომელთაგანსა პირველსა აპპიოჲს ფორი ეწოდებოდა. რამეთუ აპპიოს ვისმე აქუნდა და თჳსად ფორად სახელ-ედვა, ესე იგი არს ხატად თჳსსა, რამეთუ ჰრომთა ენითა სამეუფოთა ძეგლთა ფორო ეწოდების. ხოლო მეორედ იყო ღჳნის საფარდული მესამე, რამეთუ, ჩუეულებისაებრ დიდთა ქალაქთაჲსა, გზასა ზედა ქალაქად შემყვანებელსა იყვნიან ჰანდუჰიონნი გინა თუ ღჳნის საფარდულნი. ვინაჲცა აწინდელი ესე ადგილი მესამე ღჳნის სავაჭროჲ იყო მიერ ჰრომითგან აღრიცხული.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 28:15
14. სადა-იგი ვპოენით ძმანი, და ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით მათ ზედა და დავადგერით მუნ შჳდ დღე. და ესრეთ მოვედით ჰრომედ.15. და მიერ ძმათა ესმა ჩუენთჳს და გამოვიდეს შემთხუევად ჩუენდა ვიდრე აპპიოფოროდმდე და მესამედ ღჳნის საფარდულად, რომელნი იხილნა რაჲ პავლე, ჰმადლობდა ღმერთსა და ნუგეშინის-იცა.16. და ოდეს შევედით ჰრომედ, ასისთავმან მან მისცნა პყრობილნი იგი ერის მთავარსა მას, ხოლო პავლეს ებრძანა ყოფაჲ თჳსაგან მცველისა მისისა ერის კაცისა თანა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 28