თარგმანი: ვინაჲთგან არა ჯერ-არს ურწმუნოთა წინაშე ურთიერთას საშჯელი მორწმუნეთაჲ, ამას წინა განჰმართებს პავლე, ვითარმედ არა თავით თჳსით, არამედ თჳთ მათ ჰურიათა მიერ მიცემულ არს ჴელთა ჰრომთასა. და ამის პირისათჳს გულსავსე-ჰყოფს ჰრომს მყოფთა მათ ჰურიათა, რაჲთა არა შეორგულდენ სმენად ქადაგებისა მისისა იჭჳთა ამის გულის-კლებისაჲთა, ვითარმედ შემასმენელად ნათესავისა თჳსისა მოსრულ არს პავლე კეისრისა მიმართ. ამისსა იჭუსა განუქარვებს და პირველად უბრალოებისა თჳსისა მოწამედ მოიყვანებს მთავართა ჰრომთასა ფელიკსს და ფესტოს ლუსიაჲთურთ, ვითარმედ: განმიკითხეს რაჲ, ესოდენ უბრალოდ მპოეს, რომელ განტევებაჲ ჩემი უნდა. და კუალად ჰრომს მისლვისა თჳსისა მიზეზსა იტყჳს, ვითარმედ: ვითარ-იგი არა მე ნებსით მივედ, არამედ იერუსალემს მყოფთა ჰურიათა მიმცეს ჴელთა მთავართაჲსა. ეგრეთვე არცაღა კეისრისა მოვიდოდე, არათუმცა იგინი წინა-აღმდგომ და მაცილობელ იყვნეს განტევებისა ჩემისა. არამედ, ვიხილე რაჲ, ვითარ ჰრომნი მთავარნი განმიტევებდეს, ხოლო თჳსნი ჩემნი ჰურიანი სიტყუას-უგებდეს და სიკუდიდ მემზირებოდეს, მაშინღა ვიიძულე ღაღადის-გდებაჲ კეისრისაჲ. და აწ მოსრულ ვარ არა თუ შემასმენელად...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 28:18
17. და იყო შემდგომად სამისა დღისა მოუწოდა პავლე, რომელნი-იგი იყვნეს მუნ ჰურიანი მთავარნი. და ვითარ მოკრბეს იგინი, ეტყოდა მათ: კაცნო ძმანო, მე არაჲ ბოროტი ვქმენ ერისა მის თანა გინა სჯულისა მამულისა, და კრული იერუსალჱმით მივეცი ჴელთა ჰრომთასა,18. რომელთა განმიკითხეს მე და უნდა განტევებაჲ ჩემი, ამისთჳს რამეთუ არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ იყო ჩემ თანა.19. და ვითარ-იგი სიტყუას-უგებდეს ჰურიანი, ვიიძულე ღაღადის-გდებაჲ კეისრისაჲ, არა თუ ვითარმცა შესმენაჲ რაჲმე მედვა ნათესავისა ჩემისაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 28