მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 28:2

1. და გამო-რაჲ-ვჴედით, მაშინ იცნეს, რამეთუ მელიტონი ერქუა ჭალაკსა მას.2. ხოლო ბარბაროზთა მათ წინა-მიყვეს ჩუენ არა მცირედი კაცთ მოყუარებაჲ, რამეთუ აღაგზნეს ცეცხლი და შემიწყნარნეს ჩუენ ყოველნი წჳმისა მისგან და ყინელისა, რომელი იყო.3. და ვითარ შეჰკრებდა პავლე ფრიადსა ქარქუეტსა და დაასხმიდა ცეცხლსა მას ზედა, იქედნე სიტფოჲსა მისგან გამოჴდა და მოეხჳა ჴელსა პავლესსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 28
2. ხოლო ბარბაროზთა მათ წინა-მიყვეს ჩუენ არა მცირედი კაცთ მოყუარებაჲ, რამეთუ აღაგზნეს ცეცხლი და შემიწყნარნეს ჩუენ ყოველნი წჳმისა მისგან და ყინელისა, რომელი იყო.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ბარბაროზთა მათ წინა-მიყვეს არა მცირედი კაცთმოყუარებაჲ, რამეთუ აღაგზნეს ცეცხლი და შემიწყნარნეს ჩუენ ყოველნი წჳმისა მისგან და ყინელისა, რომელი იყო (28,2).:

თარგმანი: იხილე და ისწავე კაცთმოყუარებაჲ ბარბაროზთა ამათგან, ვითარ თჳნიერ ყოვლისა შჯულისა და მცნებისა ბუნებითითა წყალობითა შეეწევიან ჭირსა შთავრდომილთა, და ამიერ გულისჴმა-ყავ, თუ რაოდენ უფროჲს თანა-მდებ ხარ შენ ჴელის-აპყრობად ყოველთა ჭირვეულთა, რომელსა გქონან შჯული და მცნებანი და მრავალფერნი სახენი უზეშთაესსა მას თანა ყოველთა სახელთასა მეუფისა ჩუენისა კაცთმოყუარებასა, რომელ მან აჩუენა ჩუენთჳს ვნებითა წმიდათა მათ ჴორცთა მისთაჲთა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდა მისთჳს“ (12,41).:

...უა: სმენით ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ. რამეთუ დააბრმნა თუალნი მათნი და გული მათი განაფიცხა“. ; ; ; ; ; აჰა ესერა კუალად სხუაჲ საძიებელი, არამედ ადვილ არს, უკუეთუ კეთილად გულისხმა-ჰყოფდეთ. რამეთუ ვითარცა მზჱ უძლურთა თუალთა უფროჲსად ავნებს, არა თუ მისი ბუნებაჲ ესრეთ არს, არამედ იგინი უძლურ არიან, ეგრე იქმნების მათ ზედა, რომელნი მაცილობელ იყვნენ სიტყუათა ღმრთისათა თჳსითა გულისხმის-ყოფითა ცნობად. რამეთუ ფარაოჲსთჳსცა ითქუმის ესრეთ, ვითარმედ: „განვაფიცხო გული მისი“, ; (7,3); (10,1) და ესეცა ჩუეულებაჲ არს წერილისაჲ. და კუალად წერილ არს: „მისცნა იგინი გამოუცდელსა გონებასა“, ესე იგი არს, მიუშუნა, შეუნდო, რამეთუ არა თუ ესრეთ იტყჳს წერილი, ვითარმედ მან მისცნა იგინი, რაჲთამცა ქმნეს ბოროტი უნებლიაჲთ, არამედ რამეთუ ბოროტ იყო გონებაჲ მათი, და უკეთურებისათჳს გულთა მათთაჲსა მიუშ...

სრულად ნახვა