თარგმანი: არა ზუაობით და მაჩუენებლობით, არამედ მარადის იძულებული ჭირისაგან სარგებელად ძმათა იქმს სასწაულთა, რამეთუ რაჲ-იგი წინაჲსწარმეტყუელა ორ გზის თქუმითა წინაჲსწარ შემთხუევადისათჳს ზღუასა შინა, იგიცა კაცთმოყუარებისათჳს ყო შესაწევნელად კაცთა ჭირვეულთა. და აწ კუალად მსახურებისათჳსვე ძჳრხილულთაჲსა შეჰკრებდა ქარქუეტსა განსატფობელად განყინულთა, და მაშინ ცეცხლისა მისგან აღეკრა იქედნე მკლავსა მისსა. ხოლო პოა რაჲ წმიდაჲ იგი ჴელი მისი, განწმედილი ბრალისაგან, უქმ იქმნა მისსა მიმართ მაკუდინებელობაჲ გესლისა მისისაჲ ვინაჲცა ამიერ ისწავე, რაჲთა არა გიკჳრდეს თუ რაჲსათჳს დაჰბადნა მეუფემან მჴეცნი და ქუეწარმავალნი. ცხად არს, ვითარმედ პირველ მცნებისა გარდასლვისა — ყოველივე მორჩილად და მსახურად ადამისსა. და აქუსცა თითოეულსა მათსა თჳსისა რაჲსმე ადგილისა საჴმარებაჲ, ვითარ-იგი გუელთაგან წამლიანთა შეიზავების თერიაჲ. ხოლო შემდგომად მცნებისა გარდასლვისა კიდეგანსა ადგილსა დაიმარხნეს მჴეცნი და ქუეწარმავალნი, ვითარცა შოლტნი საშინებელად ურჩთა და ლაღთა კაცთათჳს. აწ უკუე, ვითარ-იგი ძჳრის-მოქმედთა ეშინის ჭურჭელთაგან და ორღანოთა...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 28:6
5. ხოლო მან ჴელი განყარა და შეაგდო გუელი იგი ცეცხლსა, და არარაჲ ბოროტი ევნო მას.6. ხოლო იგინი ჰგონებდეს, ვითარმედ განსივნეს და დაეცეს მეყსეულად მკუდარი. და ვითარ-იგი მყოვარ ჟამ ჰგებდეს და ჰხედვიდეს, რამეთუ არარაჲ ბოროტი შეემთხჳა მას, მოიქცეს და იტყოდეს, ვითარმედ ღმერთი არს.7. ხოლო ადგილთა მათ იყო სოფლები მთავრისა ვისიმე მის ჭალაკისაჲ, რომელსა სახელი ურქუა პოპლიოს, რომელმან შემიწყნარნა ჩუენ და სამ დღე სიყუარულით მოწლედ მისტუმრნა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 28