მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 3:18

17. და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა-იგი მთავართა თქუენთა.18. ხოლო ღმერთმან რომელი-იგი წინაჲსწარ აღუთქუა პირითა ყოველთა წინასწარმეტყუელთა თჳსთაჲთა ვნებაჲ ქრისტესი, აღასრულა ესრეთ.19. შეინანეთ უკუე და მოიქეცით, რაჲთა აღიჴოცნენ ცოდვანი თქუენნი,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 3
18. ხოლო ღმერთმან რომელი-იგი წინაჲსწარ აღუთქუა პირითა ყოველთა წინასწარმეტყუელთა თჳსთაჲთა ვნებაჲ ქრისტესი, აღასრულა ესრეთ.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა-იგი მთავართა თქუენთა, ხოლო ღმერთმან, რომელი-იგი წინაჲსწარ აღუთქუა პირითა წინაჲსწარმეტყუელთა მისთაჲთა, ვნებაჲ ქრისტესი აღასრულა ესრეთ (3,17-18).:

თარგმანი: ვინაჲთგან განაფიცხა მხილებაჲ დადებითა მათ ზედა ბრალსა მკლველობისასა, აწ ნუგეშინის-ცემით ეტყჳს: აწ უწყი თქუენისა მაგის მოქცევისა და სინანულისაგან, ვითარმედ უმეცრებით ჰქმენით, რაჲ-იგი ქრისტეს ზედა ჰქმენით თქუენცა და მთავართაცა თქუენთა. ხოლო ამის მიერ განუღებს მათ კარსა სინანულისასა, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა წინამოსწავებულად იტყჳს ვნებასა ქრისტესსა, ვითარმედ: ნებსით ივნო ცხორებისათჳს ყოვლისა სოფლისა, სათნო-ყოფითა მამისაჲთა, და არათუმცა ესე ყოფილ იყო, შემძლებელ იყო იგი, არა ხოლო ჯუარით გარდამოსლვად, არამედ ყოვლად ვერ შეპყრობად მისსა ჴელისაგან ჯუარის-მცუმელთაჲსა. ხოლო წინაჲსწარმეტყუელებანი იგი ჯუარცუმისათჳს თქუმულნი ამისთჳს დაიდუმნა მოციქულმან, რამეთუ აღსავსე იყვნეს იგინი შინებით თქუმითა ჯუარისმცუმელთათჳს, რომელთაჲ არღარა უნდა უმეტეს შეწუხებაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის