თარგმანი: ყოფილსა ვითარცა ყოფადსა იტყჳს მსგავსად ჩუეულებისა წინაჲსწარმეტყუელთაჲსა, რომელნი-იგი ყოფადსა ვითარცა ყოფილსა და ყოფილსა ვითარცა ყოფადსა აღსწერენ. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ ვიდრე ჟამადმდე მეორედ მოსლვისა ზეცათა შინა შეწყნარებულ არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. და მიერ მომავალ არს შემდგომად სრულ-ყოფისა ყოველთა მათ წინაჲსწარმეტყუელებათაჲსა, რომელთა სრულებაჲ ვიდრე დასასრულამდე ჟამთა ქმნილ არს და იქმნების და მაშინღა მიერ ზეცით მოვალს ქრისტე ღმერთი მიგებად ყოველთა საქმეთაებრ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 3:21
20. რაჲთა, რაჟამს მოიწინენ ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა, და მოავლინოს, რომელსა-იგი ჴელი შეჰყავთ თქუენ, ქრისტე იესუ,21. რომლისა-იგი ჯერ-არს ზეშთა შეწყნარებაჲ ვიდრე ჟამადმდე კუალად-გებისა ყოველთა, რომელთა იტყოდა ღმერთი საუკუნითგან პირითა ყოველთა წმიდათა წინასწარმეტყუელთა მისთაჲთა.22. რამეთუ მოსე თქუა მამათა მიმართ, ვითარმედ: წინასწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისა მისებრ, რომელსა გეტყოდის თქუენ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 3