თარგმანი: ვიეთ "თქუენ"? — არამედ ჯუარის-მცუმელთა მაგათ გიჴსნის ნათესავი იგი აბრაჰამისი ქრისტე წყევისაგან შჯულისა და მცნებისა გარდასლვისა და ბრალისაგანცა მკლველობისა, უკუეთუ ოდენ მოიქცეთ უკეთურებისაგან და იკურთხეოდით სარწმუნოებით მისა მიმართ, რომელი-იგი ჴმობს: არა ვიდრემე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 3:26
25. რამეთუ თქუენ ხართ შვილნი წინასწარმეტყუელთანი და აღთქუმისანი, რომელი-იგი აღუთქუა ღმერთმან მამათა ჩუენთა და ჰრქუა აბრაჰამს, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.26. თქუენ პირველად აღგიდგინა ღმერთმან ძე თჳსი იესუ, რომელი-იგი მოავლინა მაკურთხეველად თქუენდა, რაჲთა მოიქცეთ კაცად-კაცადი უკეთურებისაგან თქუენისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 3