მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 3:5

4. მიჰხედა მას პეტრე და იოვანეთურთ და ჰრქუა: მოიხილა ჩუენდა.5. ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და ელოდა მოღებად რასმე მათგან.6. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა: აღდეგ და ვიდოდე!
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 3
5. ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და ელოდა მოღებად რასმე მათგან.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რომელმან იხილნა პეტრე და იოვანე, შე-რაჲ-ვიდოდეს ტაძრად, და ითხოვდა ქველის საქმესა მათგან. მიჰხედა მას პეტრე და იოვანეთურთ და ჰრქუა: მოიხილე ჩუენდა.ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და მოელოდა მოღებად რასმე მათგან. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ (3,3-6).:

თარგმანი: ამიერ ვისწავებთ, ვითარმედ არა ჯერ-არს თანა-წარსლვაჲ გლახა კისაჲ მი-რაჲ-ვიდოდით ლოცვად, არამედ უფროჲსღა მაშინ ჩუენებაჲ ქველის საქმისაჲ, რაჲთა ფრთე ზეცად აღმყვანებელ ექმნეს ლოცვათა ჩუენთა, რამეთუ აჰა მოციქულთა დაღათუ არა აქუნდა საჴმარი, არამედ არცა ეგრეთ თანა-წარჰჴდეს, მოწლედ მხედველსა და მთხოველსა მათსა, გარნა რაჲ-იგი აქუნდა, მისგან სცეს მას. ეგრეთვე ჩუენ, დაღათუ არა გუაქუნდენ საჴმარნი, რომლისათჳს ჰეთუმცა პეტრეს თანა კადნიერ ვიყვენით სიტყუად — "ვეცხლი და ოქროჲ არა გუაქუს" — რამეთუ ესე ჴმაჲ ფრიად უპატიოსნეს არს პორფირსა და გჳრგჳნსა და სიმდიდრესა მეფეთასა, უკუეთუ ოდენ ჭეშმარიტად ეგრეთ იყოს, არამედ რომელი რაჲ გუაქუნდეს, გინა თუ სიტყუაჲ სწავლისაჲ ანუ ნუგეშინის-ცემისაჲ, ანუ სხუაჲ რაჲცა რაჲ მადლთაგან სულიერთა, გინა შეძლებათა ჴორციელთა, ყოველივე სამსახურებელად და ზოგად სარგებელად ძმათა უშურველ იყავნ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის