თარგმანი: იძლინეს სიტყუათაგან მეთევზურისათა, რომლისაჲ ვერ ეძლო ცილობად, რამეთუ საქმე კურნებისაჲ წამებულ იყო მუნ დგომითა განკურნებულისაჲთა. ამისთჳს, ვითარცა უღონოთა, ბრძანეს განყვანებაჲ მათი გარე, და თჳსაგან იწყეს განზრახვად მათთჳს.
14. და კაცსა მას ხედვიდეს მათ თანა მდგომარესა განკურნებულსა და ვერ ეძლო მათა ცილობად.15. და ბრძანეს განსლვაჲ მათი გარეშე კრებულისაგან, იტყოდეს ურთიერთას16. და თქუეს: რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ, რამეთუ სასწაული განცხადებული იქმნა მათ მიერ, ყოველთა შორის მკჳდრთა იერუსალჱმისათა ჩანს და ვერ ჴელ-გუეწიფების უარისყოფად?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4