თარგმანი: იხილენ პყრობილნი მძლენი შემპყრობელთანი და ცხად მყოფელნი, ვითარმედ ყოველსავე ზედა სძლევენ განმაძლიერებელისა მათისა ქრისტეს მიერ, რომელთათჳს უღონო ქმნილნი მსაჯულნი შინებით აშინებენ მათ, ვითარცა ყრმათა მცირეთა და უსრულთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:17
16. და თქუეს: რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ, რამეთუ სასწაული განცხადებული იქმნა მათ მიერ, ყოველთა შორის მკჳდრთა იერუსალჱმისათა ჩანს და ვერ ჴელ-გუეწიფების უარისყოფად?17. არამედ რაჲთა არა უფროჲს განითქუას ერსა შორის, შინებით უთქუმიდეთ მათ, რაჲთა არა უთხრობდენ სახლითა ამით არავის კაცსა.18. და მოუწოდეს მათ და ამცნეს ყოვლითურთ არა სიტყუად, არცა სწავლად სახელითა იესუჲსითა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4