თარგმანი: ყოველნივე ესე სიტყუანი წინა-აღმდგომთა მიერისა შინებისანი გარე-მიაქცინეს მოციქულთა, ვითარცა კლდემან ღელვანი ზღჳსანი, და მასვე ზედა დამტკიცებულთა აღიარეს, ვითარმედ შეუძლებელ არს მათგან დადუმებაჲ თუალით ხილულისაჲ, არცა კაცთა მორჩილებისა ძლით ურჩებაჲ მისი, რომელმან ჰრქუა: ყოველი, რომელი გარქუ ბნელსა შინა, თქუთ ნათელსა შინა, და რომელი გესმა საუნჯეთა შინა, ქადაგებდით ერდოთა ზედა, და შემდგომი ამისი. გარნა ეგრეთცა ვინაჲთგან არა აქუნდა მიზეზი რაჲმე და უფროჲსღა ეშინოდა ერისა მისგან სასწაულსა მას ზედა განკჳრვებულისა, ამისთჳს განუტევნეს მოციქულნი მსაჯულთა მათ მაშინებელთა ოდენ და ვერ ჴელ-მყოფელთა ტანჯვადცა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:21
20. რამეთუ ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ.21. ხოლო იგინი ამას ზედა უთქუმიდეს-ვე და განუტევნეს, რამეთუ ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა საქმისა მისთჳს.22. რამეთუ უმეტეს ორმეოცისა წლისა იყო კაცი იგი, რომელსა ზედა იქმნა სასწაული ესე კურნებისაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4