თარგმანი: ვითარ-იგი თავადმან ქრისტემან მოციქულთა, ეგრეთვე მოციქულნი მოწაფეთა შეუცვალებდეს სახელებსა, ვითარ-ესე იოსიოს ბარნაბა უწოდეს ებრაულად, რომელი გამოითარგმანების ძედ ნუგეშინის-ცემისა, რამეთუ იყო-ცა ღირს სახელისა ამის, ვითარცა შემძლებელი ნუგეშინისმცემელ ყოფად სულთა. ხოლო ვითარ ლევიტელი კჳპრიელ ქმნილ იყო? — ამისთჳს, რამეთუ დაჴსნილ იყო წესი შჯულისაჲ და მიმოდაბნეულ იყვნეს ლევიტელნი, მსახურნი საღმრთოჲსა ტაძრისანი. ხოლო დაბისა განსყიდასა ამისსა პირველად ამისთჳს მოიჴსენებს, ვითარმედ სხუაჲ არარაჲ აქუნდა, თჳნიერ ერთისა მის დაბისა, და იგიცა ღმრთისა შეწირა, და მეორედ ამისთჳს, ვითარმედ ამისსა ამას კეთილსა სახესა ებაძვა ანანია, არამედ ვერ კეთილად, ვერცა სრულებით.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:36
35. და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა, და მიეცემოდა კაცად-კაცადსა, რაჲცა ვის უჴმდა.36. ხოლო იოსებ, რომელსა ეწოდა ბარნაბა მოციქულთა მიერ, რომელი გამოითარგმანების ძე ნუგეშინის-ცემისაჲ, ლევიტელი კჳპრელი ნათესავით,37. ამას აქუნდა დაბაჲ და განყიდა იგი და მოიღო ფასი და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4