თარგმანი: სასჯელად წარმოადგენენ, რაჲთა უმეტეს შეაშინნენ, ხოლო თჳსაგან განიკითხვენ მათ და არა წინაშე ერისა, რამეთუ ეშინის, ნუ-უკუე კადნიერებამან მათმან უმრავლესნი მოაქცინეს სარწმუნოებად. ხოლო შენ იხილე, ვითარ გარდასრულ იყვნეს წესსა შჯულისასა და ერთისა წილ მღდელთმოძღურისა მრავალნი დაედგინნეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:5
4. და მრავალთა, რომელთა ესმა სიტყუაჲ იგი მათი, ჰრწმენა; და იყო რიცხჳ იგი მორწმუნეთაჲ მათ ვითარ ხუთ ათას ოდენ.5. და იყო ხვალისაგან შეკრებაჲ მთავართა მათთაჲ და ხუცესთაჲ და მწიგნობართაჲ იერუსალჱმს,6. და ანა მღდელთ მოძღუარი და კაიაფა, და იოჰანე და ალექსანდრე და რაოდენნი იყვნეს ნათესავისაგან მღდელთ მოძღუართაჲსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4