თარგმანი: ესოდენ ეძჳნებოდა სასწაული იგი, რომელ არცაღა სახელ-სდებენ, ვითარმედ "აღდგინებაჲ მკელობელისაჲ", ხოლო ჰკითხვენ მათ, თუ რომლითა სახელითა ქმნეს; რაჲთა ანუ შიშითა უვარ-ყონ მოციქულთა, ვითარმედ: არა გჳქმნიეს; ანუ რაჲთა თავთა თჳსთა მიაჩემონ საქმე იგი და არა ქრისტესა, რამეთუ უმჯობეს უჩნდა, რაჲთა მოციქულთად ითქუას სასწაული იგი და არა ქრისტესდად.
6. და ანა მღდელთ მოძღუარი და კაიაფა, და იოჰანე და ალექსანდრე და რაოდენნი იყვნეს ნათესავისაგან მღდელთ მოძღუართაჲსა.7. და დაადგინნეს იგინი შორის მათსა და ჰკითხვიდეს: რომლითა ძალითა, ანუ რომლითა სახელითა ჰქმენით თქუენ ესე?8. მაშინ პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ: მთავარნო ერისანო და მოხუცებულნო ისრაჱლისანო,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4