თარგმანი: ესრეთ ჰნებავს ღმერთსა ყოველთავე ღმრთისმსახურებით ცხორებულთათჳს, რაჲთა ოდესმე ევნებოდის შემთხუევითა განსაცდელთაჲთა, და ოდესმე აღივსებოდინ ნუგეშინის-ცემითა ღმრთისა მიერ, ვითარ-ესე აწ მოციქულნი, ოდესმე იდიდებოდეს სასწაულთა მიერ, ხოლო ოდესმე იტანჯებოდეს მოშურნეთა მიერ, რამეთუ აჰა ბირებითა სადუკეველთაჲთა, რომელთა-იგი ეძჳნებოდა, რამეთუ აღდგომისა ქადაგებითა მოციქულნი დაჰჴსნიდეს წვალებასა მათსა, რომელნი იტყოდეს არა-აღდგომასა მკუდართასა, ამისთჳს აღადგინეს მღდელთმოძღუარი გულისწყრომით შესხმად მოციქულთა საპყრობილესა, რაჲთა პირველად მოშიშ-ყვნენ იგინი პყრობილებითა მით, და ეგრეთღა წარადგინნენ იგინი სამშჯავროსა.
16. და შეკრბებოდა სიმრავლე გარემო ქალაქებისაჲ იერუსალჱმს და მოაქუნდეს უძლურნი და შეპყრობილნი სულთაგან არაწმიდათა და განიკურნებოდეს ყოველნი.17. აღდგა მღდელთ მოძღუარი იგი და ყოველნი მისთანანი, რომელ-იგი იყო წვალებაჲ სადუკეველთაჲ აღივსნეს შურითა.18. და დაასხნეს ჴელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა დამარხვად ხვალისამდე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5