თარგმანი: უკუეთუ ამან ზოგი გამოაჴუა და ესოდენ მწარედ დაისაჯა თჳსისა საფასისაგან რაჲსმე დაკლებისა და არა ყოვლისავე ფერჴთა თანა მოციქულთასა დადებისათჳს, რაჲ ყოფად უც მათ, რომელნი-იგი ეკლესიისა საჴმართაგან ნახევარსა ანუ კნინოდენსა ნაწილსა განიღებდენ? ანუ მათ, რომელნი თანა-სათნო-ეყოფოდინ მათ და არა ამხილებდენ! რამეთუ აჰა საპფირა ამისთჳს ეზიარა საშჯელსა ანანიაჲსსა, რამეთუ იცოდა ბრალი მისი და არა ამხილა მას. ამათ თანა რაჲ-მე ყონ მათცა, რომელნი სისხლითა საუფლოჲთა მოსყიდულთა თავთა თჳსთა განიპარვიდენ მონებისაგან ღმრთისა მონებად მამონაჲსსა, და გულისთქუმათა თჳსთა შეუდგენ?
1. კაცი ვინმე იყო ანანია სახელით, საპფირას თანა ცოლისა მისისა განყიდა დაბაჲ2. და გამოაჴუა სასყიდლისა მისგან, – უწყოდა ესე ცოლმანცა მისმან, – და მოიღო ზოგი რაოდენიმე და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა.3. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: ანანია, რაჲსათჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა და გამოჴუებად სასყიდელსა მის დაბისასა?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5