თარგმანი: ვითარ-იგი საუფლოსა საფლავსა, ეგრეთვე საპყრობილესა მოციქულთასა მცველნი სცვიდეს, და კარნი კრძალულ კლიტეებითა და დაბეჭდვითა, რაჲთა გულისჴმა-ყონ ჰურიათა, ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ საღმრთო საქმე არს განტევებაჲ მათი მიერ, არამედ ბოროტი იგი შესაკრებელი ვერა-რას ამათგანსა გულისჴმა-ჰყოფდა, ვითარცა შურისა მიერ დაბრმობილნი გონებითა და უღონონი ცნობად რაჲსამე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:22
21. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, შევიდეს ცისკარს ოდენ ტაძრად და ასწავებდეს. მაშინ მოვიდა მღდელთ მოძღუარი იგი და მისთანანი, და მოუწოდეს შესაკრებელსა მას და ყოველთა მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათა, და მიავლინნეს საპყრობილედ მოყვანებად მოციქულთა.22. ხოლო მი-რაჲ-ვიდეს მსახურნი იგი, არა პოვნეს იგინი საპყრობილესა შინა და მოიქცეს იგინი23. და უთხრეს მათ და ჰრქუეს, ვითარმედ: საპყრობილე იგი ვპოვეთ დაჴშული ყოვლითა კრძალულებითა და მცველნი იგი მდგომარენი წინაშე კართა; ხოლო გან-რაჲ-ვაღეთ, შინა არავინ ვპოეთ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5