თარგმანი: ვითარ-იგი საუფლოსა საფლავსა, ეგრეთვე საპყრობილესა მოციქულთასა მცველნი სცვიდეს, და კარნი კრძალულ კლიტეებითა და დაბეჭდვითა, რაჲთა გულისჴმა-ყონ ჰურიათა, ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ საღმრთო საქმე არს განტევებაჲ მათი მიერ, არამედ ბოროტი იგი შესაკრებელი ვერა-რას ამათგანსა გულისჴმა-ჰყოფდა, ვითარცა შურისა მიერ დაბრმობილნი გონებითა და უღონონი ცნობად რაჲსამე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:24
23. და უთხრეს მათ და ჰრქუეს, ვითარმედ: საპყრობილე იგი ვპოვეთ დაჴშული ყოვლითა კრძალულებითა და მცველნი იგი მდგომარენი წინაშე კართა; ხოლო გან-რაჲ-ვაღეთ, შინა არავინ ვპოეთ.24. და ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ერისთავსა მას ტაძრისასა და მღდელთ მოძღუართა, განიზრახვიდეს მათთჳსმ ვითარმედ: რაჲმე იქმნა ესე?25. მო-ვინმე-ვიდა და უთხრა მათ და ჰრქუა, ვითარმედ: აჰა ეგერა კაცნი იგი, რომელნი თქუენ შესხენით საპყრობილესა, არიან ტაძარსა შინა, დგანან და ასწავებენ ერსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5