მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:38

37. ამისა შემდგომად აღდგა იუდა გალილეველი დღეთა მათ სოფლის წერისათა და განიდგინა ერი მრავალი შემდგომად მისსა; და იგიცა წარწყმდა და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს.38. და აწცა გეტყჳ თქუენ: განეშორენით კაცთა ამათგან და უტევენით იგინი. რამეთუ, უკუეთუ არს კაცთაგან ზრახვაჲ ესე გინათუ საქმე ესე, დაჰჴსნდეს;39. ხოლო უკუეთუ ღმრთისაგან არს, ვერ ჴელგეწიფების დაჴსნად მისა, ნუუკუე ღმრთის მოლალეცა იპოვნეთ. ხოლო იგინი ერჩდეს მას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5
38. და აწცა გეტყჳ თქუენ: განეშორენით კაცთა ამათგან და უტევენით იგინი. რამეთუ, უკუეთუ არს კაცთაგან ზრახვაჲ ესე გინათუ საქმე ესე, დაჰჴსნდეს;
თავი ვ̂. ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნნეს მოციქულნი, საპყრობილესა შეყენეგულნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

აღდგა მღდელთმოძღუარი იგი და ყოველნი მის-თანანი, რომელ-იგი იყო წვალებაჲ სადუკეველთაჲ. აღივსნეს შურითა და დაასხნეს ჴელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა დამარხვად ხვალისამდე. (5,17-18).

თარგმანი: ესრეთ ჰნებავს ღმერთსა ყოველთავე ღმრთისმსახურებით ცხორებულთათჳს, რაჲთა ოდესმე ევნებოდის შემთხუევითა განსაცდელთაჲთა, და ოდესმე აღივსებოდინ ნუგეშინის-ცემითა ღმრთისა მიერ, ვითარ-ესე აწ მოციქულნი, ოდესმე იდიდებოდეს სასწაულთა მიერ, ხოლო ოდესმე იტანჯებოდეს მოშურნეთა მიერ, რამეთუ აჰა ბირებითა სადუკეველთაჲთა, რომელთა-იგი ეძჳნებოდა, რამეთუ აღდგომისა ქადაგებითა მოციქულნი დაჰჴსნიდეს წვალებასა მათსა, რომელნი იტყოდეს არა-აღდგომასა მკუდართასა, ამისთჳს აღადგინეს მღდელთმოძღუარი გულისწყრომით შესხმად მოციქულთა საპყრობილესა, რაჲთა პირველად მოშიშ-ყვნენ იგინი პყრობილებითა მით, და ეგრეთღა წარადგინნენ იგინი სამშჯავროსა.

ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყვანნა იგინი და ჰრქუა: მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხორებისათა. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, შევიდეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის