თარგმანი: მკლველობისაგან დაეყენნეს ზრახებითა გამალიელისითა, ხოლო ტანჯვაჲ იგი მოციქულთაჲ ყვეს დასაცხრობელ მრისხანებისა თჳსისა. ხოლო მოციქულნი მხიარულ იქმნნეს ტანჯვასა მას ზედა, რომელ შეემთხჳა სახელისათჳს ქრისტესისა. და ტკივილნი იგი საშუებელად შეერაცხნეს, რომელი-ესე ცხად ყვეს, რამეთუ არღარა ტაძარსა შინა ოდენ, არამედ სახლებსაცა მიმოვიდოდეს ხარებად სიტყუათა და მოძღურებათა იესუჲსთა, რომელი-იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი და ცხორებაჲ ყოველთაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:40
39. ხოლო უკუეთუ ღმრთისაგან არს, ვერ ჴელგეწიფების დაჴსნად მისა, ნუუკუე ღმრთის მოლალეცა იპოვნეთ. ხოლო იგინი ერჩდეს მას.40. და მოუწოდეს მოციქულთა, ტანჯნეს იგინი და ამცნეს, რაჲთა არღარა იტყოდიან სახელითა იესუჲსითა, და განუტევნეს იგინი.41. ხოლო იგინი წარვიდეს პირისაგან მის კრებულისა და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნნეს სახელისა მისისათჳს გინებად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5