თარგმანი: აღდგომაჲ ესე სიმძაფრესა მოასწავებს მეშფოთეთასა, რომელთა თავ იყვნეს ლიბირტიმელნი. ხოლო ლიბირტიმელ უწოდიან აზნაურთაგანთა ჰრომისათა, რომელთა ნუ-უკუე და ლიბიაჲსგან ეწოდებოდა სახელი ესე, რამეთუ ესე ლიბია მეუღლე იყო აგჳსტოსისი, სათნოებათა და წარჩინებულებისათჳს ფრიად პატივცემული მისგან, ვინაჲცა შემდგომად აგჳსტოსის სიკუდილისა საფლავსა მისსა ზედა იყოფებინ მარადის, მისაგებელად ქველის-მოქმედებათა მისთა. და ვითარცა უცხოჲ და მწირი, ეგრეთ გარდაიჴდინ დღეთა თჳსთა. ამის ლიბიაჲსგან ქმნულთა შესაკრებულთაგანნი იყვნეს ლუბიელნი, ხოლო სხუანი-იგი კჳრინით და ალექსანდრიაჲთ, კილიკიაჲთ, და ასიით, რამეთუ ყოველთაგან ნათესავთა მოსრულ იყვნეს ერნი და თჳსად-თჳსად შესაკრებელი აქუნდა იერუსალემს შინა, რაჲთა მუნ მყოფთა მიერ ადვილ იყოს პასექსა მუნ დახუდომაჲ და არღარა უნდეს შორით მოსლვაჲ, რამეთუ შეუძლებელ იყო შჯულიერისა მის პასექისაჲ გარეშე იერუსალემსა აღსრულებასაჲ ვისგანცა ჰურიისა. ესე ყოველნი ამისთჳს ჰყოფდეს მრავლად სიტყუასა სტეფანეს მიმართ, რაჲთა აიძულონ მას განცხადებულად თქუმად შჯულისა დაჴსნადობაჲ, რომელსა-იგი მიფარულად-რე წინაჲსწარმეტყუელებდა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 6:10
9. აღ-ვინმე-დგეს კრებულისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ლიბირტიმელთაჲ და კჳრინელთაჲ და ალექსანდრელთაჲ და კილიკიაჲთ და ასიაჲთ, და გამოეძიებდეს სტეფანეს თანა სიტყუასა,10. და ვერ შეუძლებდეს წინა დადგომად სიბრძნითა მით სულისა წმიდითა, რომლითა იტყოდა იგი.11. მაშინ აბირნეს ვინმე კაცნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: გუესმნეს მაგისგან სიტყუანი გმობისანი, რომელთა იტყოდა მოსესთჳს და ღმრთისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 6