მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 6:13

12. და აღძრნეს ერი იგი და მოხუცებულნი და მწიგნობარნი და ზედა მიადგეს და აღიტაცეს იგი და მოიყვანეს წინაშე კრებულისა,13. და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქუეს: კაცი ესე არა დასცხრების სიტყუად სიტყუათა გმობისათა ადგილისა ამისთჳს წმიდისა და სჯულისა,14. რამეთუ გუესმა მაგისგან, იტყოდა რაჲ, ვითარმედ: იესო ნაზარეველმან ამან დაარღჳოს ადგილი ესე და ცვალოს რჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 6
13. და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქუეს: კაცი ესე არა დასცხრების სიტყუად სიტყუათა გმობისათა ადგილისა ამისთჳს წმიდისა და სჯულისა,
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქუეს: კაცი ესე არა დასცხრების სიტყუად სიტყუათა გმობისათა ადგილისა ამისთჳს წმიდისა და შჯულისა, რამეთუ გუესმა მაგისგან, იტყოდა რაჲ, ვითარმედ: იესუ ნაზარეველმან ამან დაარღჳოს ადგილი ესე და ცვალოს შჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე (6,13-14).:

თარგმანი: ამისთჳს სხუანი აბირნეს, რამეთუ კაცთაგან ჰრცხუენოდა, ხოლო ღმრთისა არა ეშინოდა. ამისთჳს, მსგავსად მჴნელისა და მოძღურისა, თავი მოწამეთაჲ მოციქული სამშჯავროდ წარადგინეს, რაჲთა ბჭობით მოკლვითა არა უბრალოდ წამებულად, არამედ თანა-მდებად სიკუდილისა საგონებელ-ყონ იგი, გარნა ცილის-მწამებელთა მათ კაიაფაჲს თანა წილ-ხუდა უნებლიეთ წინაჲსწარმეტუელებაჲ. რამეთუ მან, რომელსა-იგი ნაზარეველობით ეკიცხევდეს, ვითარცა ღმერთმან მოსესმან, ცვალა შჯული მოსესი უმჯობესად ქადაგებითა მოწაფეთა თჳსთაჲთა, ხოლო ადგილი დაჰჴსნა ზედამისლვითა ჰრომთა მჴედრობისაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის