თარგმანი: ამისთჳს სხუანი აბირნეს, რამეთუ კაცთაგან ჰრცხუენოდა, ხოლო ღმრთისა არა ეშინოდა. ამისთჳს, მსგავსად მჴნელისა და მოძღურისა, თავი მოწამეთაჲ მოციქული სამშჯავროდ წარადგინეს, რაჲთა ბჭობით მოკლვითა არა უბრალოდ წამებულად, არამედ თანა-მდებად სიკუდილისა საგონებელ-ყონ იგი, გარნა ცილის-მწამებელთა მათ კაიაფაჲს თანა წილ-ხუდა უნებლიეთ წინაჲსწარმეტუელებაჲ. რამეთუ მან, რომელსა-იგი ნაზარეველობით ეკიცხევდეს, ვითარცა ღმერთმან მოსესმან, ცვალა შჯული მოსესი უმჯობესად ქადაგებითა მოწაფეთა თჳსთაჲთა, ხოლო ადგილი დაჰჴსნა ზედამისლვითა ჰრომთა მჴედრობისაჲთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 6:14
13. და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქუეს: კაცი ესე არა დასცხრების სიტყუად სიტყუათა გმობისათა ადგილისა ამისთჳს წმიდისა და სჯულისა,14. რამეთუ გუესმა მაგისგან, იტყოდა რაჲ, ვითარმედ: იესო ნაზარეველმან ამან დაარღჳოს ადგილი ესე და ცვალოს რჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე.15. და მიჰხედეს მას ყოველთა, რომელნი სხდეს კრებულსა შინა, და იხილეს პირი მისი ვითარცა პირი ანგელოზისაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 6