თარგმანი: იხილე ძალი ქველის-მოქმედებისა და მოწყალებისაჲ, ვითარ კეთილად განგებაჲ იგი ქურივთა მზრუნველობისაჲ შემატება იქმნა ქადაგებისა აღორძინებისა და მოწაფეთა განმრავლებისა ვიდრეღა არა ლიტონნი ერისაგანნი, არამედ თჳთ უპირატესისა მისგანცა დასისა ჰურიათა მღდელობისა, მრავალნი მოუჴდეს და შეეძინნეს სარწმუნოებასა ქრისტეს ღმრთისასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 6:7
6. და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი.7. და სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა რიცხჳ იგი მოწაფეთაჲ იერუსალჱმს შინა ფრიად და მრავალი ერი მღდელთაჲ მათ ერჩდა სარწმუნოებასა.8. ხოლო სტეფანე სავსე მადლითა და ძალითა, იქმოდა სასწაულებსა და ნიშებსა დიდ-დიდსა ერსა შორის.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 6