📋 სარჩევი
ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტჳნვაჲ ბერძენთაჲ ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ. (6,1).
თარგმანი: რაოდენ წინა-აღმდგომნი ჰბრძოდეს, ეგოდენ მოწაფენი განმრავლდებოდეს, და ვითარცა მზა არს უწესოებისა გამოჩინებაჲ სიმრავლესა თანა ერისასა, შფოთი შემოვიდოდა არა გარეთ და უცხოთაჲთ, არამედ შინაგან მორწმუნეთაჲთ, რომელნი-იგი არა თუ შჯულითა, არამედ ენითა განყოფილ იყვნეს, და მიზეზ დრტჳნვისა მის იყო უდებებაჲ, რამეთუ არა სიძჳრითა, არამედ უგულებელს-ყოფითა დააყენებდეს ჩუეულებისაებრსა გამოზრდასა ქურივთასა, რამეთუ არა ხოლო პარვისაგან თავისუფალი, არამედ უდებებისაგანცა ჯმნილი ჯერ-არს ზედა-მდგომი და განმგებელი საქმისაჲ, რაჲთა არცა ერთი ვინ უგულებელს-ყოს. არცა განრისხნეს დრტჳნვასა და მომზრახობასა ზედა ვიეთსამე სულმოკლებისა მიერ.
მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ტაბლებსა. აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუნგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა, ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ (6,2-4).
თარგმანი: განუცხადებენ ერსა ათორმეტნი იგი, ვითარმედ: არა უგულებელს-ყოფითა, არამედ უცალოებითა არს დახრწევაჲ იგი ქველის-საქმისაჲ. ამისსა შემდგომად საქმესა განუჩინებენ და რიცხუსა კაცთასა, ხოლო გამორჩევად მათ უბრძანებენ, რაჲთა ყოველთა გამორჩეული ყოველთა სათნო-ეყოს, და მაშინღა მათნი გამორჩეულნი მოციქულთა მიერ დაიდგინნენ, რაჲთა გამორჩევაჲ —მათი იყოს, ხოლო ჴელთდასხმაჲ — მოციქულთა მიერ იქმნეს, და ესრეთ მოიცალონ ქადაგებად სიტყჳსა ღმრთისა, რომლისაგან დახრწევაჲ ტაბლათა მზრუნველობისათჳს არა ჯეროვან უჩნდა, რამეთუ საჭიროთასა უსაჭიროესი უპატიოსნეს არს.
და სათნო უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ, და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქელი, და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს და დასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი (6,5-6).
თარგმანი: ესოდენ დიდ იყო სიმრავლე საფასეთა განსაგებელთაჲ და მრავალ — რიცხჳ ქურივთაჲ, რომელ შჳდნი კაცნი საჴმარ იქმნნეს გამორჩევად და თავ მათდა იყო სტეფანე, ხოლო ჴელთდასხმაჲ იგი მათი არა იყო მსახურად საკურთხეველისა, ვითარ-ესე აწ ჩუენ ჴელთდასხმულ ვჰყოფთ დიაკონთა, არამედ მსახურად საჴმარისა მის ქურივთაჲსა დადგინებულ იქმნნეს, რამეთუ, ვითარ ვჰგონებ, მაშინ ჯერეთ არა იყო განწესებაჲ პატივთა ამათ აწინდელისა ეპისკოპოსთა და ხუცეს-დიაკონთაჲ. თჳნიერ მხოლოდ მოციქულნი ჰყოფდეს ყოველსავე, ვითარ-ესე აწ გამორჩეულთა მათ ჴელი დასდვეს თავსა და წართქუეს მათ ზედა ლოცვაჲ. ხოლო ჴელთდასხმასა მას და ლოცვასა შეუდგა მიღებაჲ სულისა წმიდისაჲ. და ეგრეთვე აწცა ჴელის დადებასა მღდელთმოძღურისასა შეუდგს მიღებაჲ სულისა წმიდისაჲ, უკუეთუ ჭეშმარიტებით ღირს იყოს მიმღებელი იგი პატივსა მას ჴელთდასხმისა მიერსა.
და სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა რიცხჳ იგი მოწაფეთაჲ იერუსალემს შინა ფრიად, და მრავალი ერი მღდელთაჲ მათ ერჩდა სარწმუნოებასა (6,7).
თარგმანი: იხილე ძალი ქველის-მოქმედებისა და მოწყალებისაჲ, ვითარ კეთილად განგებაჲ იგი ქურივთა მზრუნველობისაჲ შემატება იქმნა ქადაგებისა აღორძინებისა და მოწაფეთა განმრავლებისა ვიდრეღა არა ლიტონნი ერისაგანნი, არამედ თჳთ უპირატესისა მისგანცა დასისა ჰურიათა მღდელობისა, მრავალნი მოუჴდეს და შეეძინნეს სარწმუნოებასა ქრისტეს ღმრთისასა.