თარგმანი: რომელთაცა პური ცხორებისაჲ ქრისტე განიშორონ, მათ შეემთხუევის სიყმილი სიტყჳსა ღმრთისაჲ, ვიდრემდის კუალად მისსავე მიივლტოდიან, ვითარ-ესე მომყმარნი ძენი იაკობისნი მიივლტოდეს იოსებ მათ მიერ განსყიდულისა, რომლისა ნათესავისა განცხადებაჲ ამისთჳს სახარულევან უჩნდა ფარაოს, რამეთუ არა მონა და მონათა შვილ, არამედ აზნაურ აზნაურთაგან არს მის მიერ მეფე-ქმნილი იოსებ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:11
10. და განარინა იგი ყოველთაგან ჭირთა მისთა და მოსცა მას მადლი და სიბრძნე წინაშე ფარაო მეფისა მეგჳპტელთაჲსა და დაადგინა იგი მთავრად ეგვიპტესა ზედა და ყოველსა ზედა სახლსა მისსა.11. იყო სიყმილი ეგჳპტეს და ყოველსა ქუეყანასა ქანანისასა და ჭირი დიდი, და არა ჰპოებდეს საზრდელსა მამანი ჩუენნი.12. ხოლო ესმა იაკობს, ვითარმედ არს საზრდელი ეგჳპტეს, წარავლინნა მამანი ჩუენნი პირველად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7