მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:14

13. და მეორესა ჯერსა გამოეცხადა იოსებ ძმათა თჳსთა. და განეცხადა ფარაოს ნათესავი იოსებისი.14. და მიავლინა იოსებ და მოუწოდა მამასა თჳსსა იაკობს და ყოველსა ნათესავსა მისსა, სულსა სამეოც და ათხუთმეტსა.15. და შთავიდა იაკობ ეგჳპტედ და აღესრულა იგი და მამანი ჩუენნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7
14. და მიავლინა იოსებ და მოუწოდა მამასა თჳსსა იაკობს და ყოველსა ნათესავსა მისსა, სულსა სამეოც და ათხუთმეტსა.
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მიავლინნა იოსებ და მოუწოდა მამასა თჳსსა იაკობს და ყოველსა ნათესავსა თჳსსა, სულსა სამეოც და ათხუთმეტსა. და შთავიდა იაკობ ეგჳპტედ და აღესრულა იგი და მამანი ჩუენნი. და მოიხუნეს იგინი სჳქემდ და დაისხნეს საფლავსა მას, რომელ მოიგო აბრაჰამ სასყიდლითა ვეცხლისაჲთა ძეთაგან ემორისთა სჳქემს (7,14-16).:

თარგმანი: შეისწავე შემოკლებულად წარმოთქუმასა ამას შინა თხრობისასა, ვითარმედ არა ხოლო იოსებისნი, არამედ ზოგად ათორმეტთა მამათმთავართა ძუალები მოიღეს ქუეყანად პალესტინისა და დასხნეს იგინი სარრაჲს თანა და აბრაჰამისსა და ისაკისსა და იაკობისსა. ამას თანა იხილე, ვითარ ამასცა ამხილებს ჰურიათა, ვითარ აბრაჰამს საფლავიცა სყიდით აქუნდა, ხოლო მათ ვრცელი ქუეყანაჲ დაუმკჳდრებიეს ღმრთისა მიერ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის