მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:23

22. და განისწავლა მოსე ყოვლითა სიბრძნითა მეგვიპტელთაჲთა და იყო იგი ძლიერ სიტყჳთა და საქმითა მისითა.23. და ვითარცა აღესრულნეს ორმეოცნი წელნი ჟამთა მისთანი, მოუჴდა გულსა მისსა მიხედვად ძმათა თჳსთა ძეთა ისრაჱლისათა,24. და იხილა ვინმე დაწუნებული, ერეოდა, და ყო შურისგებაჲ დაწუნებულისა მისთჳს და მოკლა მეგჳპტელი იგი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7
23. და ვითარცა აღესრულნეს ორმეოცნი წელნი ჟამთა მისთანი, მოუჴდა გულსა მისსა მიხედვად ძმათა თჳსთა ძეთა ისრაჱლისათა,
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა აღესრულნეს ორმეოცნი წელნი ჟამთა მისთანი, მოუჴდა გულსა მისსა მიხედვად ძმათა მისთა ძეთა ისრაელისათა. და იხილა ვინმე დაწუნებული, ერეოდა, და ყო შურისგებაჲ დაწუნებულისა მისთჳს და მოკლა მეგჳპტელი იგი. ჰგონებდა, ვითარმედ გულისჴმა-ყონ ძმათა მისთა, რამეთუ ჴელითა მისითა მოსცეს მათ ღმერთმან ცხორებაჲ, ხოლო მათ არა გულისჴმა-ყვეს. (7,23-25).:

თარგმანი: საჴმარ იყო, რაჲთა ორმეოც წელ მათ თანა დაყოვნებითა კეთილად ეუწყნენ მას სივერაგენი მეგჳპტელთანი, რაჲთა ღონიერ და მეცნიერ იქმნეს ბრძოლად მათდა. ამისსა შემდგომად იცნა ბუნებამან თჳსებაჲ მათი, რომელთა შეწევნისათჳს მოკლა მეგჳპტელი იგი, ვითარ ვიეთგანმე თქუმულ არს, არა ჴელის-მიყოფითა და ცემითა, არამედ სიტყჳთ ოდენ და ბრძანებით, ვითარცა თავმან მოციქულთამან უყო ანანიას, და დაღაცათუ ჴელითა მოკლა, ესეცა არა მკლველობა არს, არამედ ფინეზისებრ და ელიაჲსებრ სიმდიდრე შურისა საღმრთოჲსაჲ, რომელ აქუნდა მოსეს გამოჴსნად თჳსთა ნათესავთა მიმძლავრებულებისა, რომელთა-იგი არა გულისჴმა-ყვეს ჴელითა მისითა ქმნაჲ ცხორებისა მათისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის