მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:31

30. და ვითარცა აღსრულნეს ორმეოცნი წელნი, ეჩეუნა მას უდაბნოსა მთისა სინისასა ანგელოზი უფლისაჲ ალითია ცეცხლისაჲთა მაყულოვანით.31. ხოლო მოსე იხილა რაჲ, დაუკჳრდა ხილვაჲ იგი. და ვითარ მივიდოდა განცდად, იყო მისა მიმართ ჴმაჲ უფლისაჲ:32. მე ვარ ღმერთი მამათა შენთაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. შეძრწუნდა მოსე და ვერ ეძლო განცდად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7
31. ხოლო მოსე იხილა რაჲ, დაუკჳრდა ხილვაჲ იგი. და ვითარ მივიდოდა განცდად, იყო მისა მიმართ ჴმაჲ უფლისაჲ:
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა აღსრულნეს ორმეოცნი წელნი, ეჩეუნა მას უდაბნოსა მთისა სინისასა ანგელოზი უფლისაჲ, ალითა ცეცხლისაჲთა მაყულოვანით. ხოლო მოსე იხილა რაჲ, დაუკჳრდა ხილვაჲ იგი, და ვითარ მივიდოდა განცდად, იყო მისა მიმართ ჴმაჲ უფლისაჲ: მე ვარ ღმერთი მამათა შენთაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი (7,30-32).:

თარგმანი: რაჲთა შენ ისწავო უდაბნოჲს მოყუარებაჲ, ამისთჳს ყოველი საღმრთოჲ ჩუენებაჲ წმიდათა უდაბნოს განშორებულთა და სიმაღლედ აღსრულთა გამოუჩნდების. ხოლო რომელსა-ესე აწ ანგელოზად უწოდს, ესე იგი არს ძე ღმრთისაჲ, ანგელოზი დიდისა მის ზრახვისაჲ, რომელ არს ქადაგი მამისა ღმრთეებისაჲ. "ცეცხლ" უკუე ამისთჳს, რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ შემწუველ არს, ხოლო "მაყულოვანით გამო" რაჲთა მოასწავოს, ვითარმედ ჩუენდა გარდამოვალს და ჴორცთა უძლურებასა, მაყულის სახესა, არა შესწუავს ცეცხლითა ღმრთეებისაჲთა, და უდაბნოსა შინა იხილვების, რომელ არს ეკლესიაჲ წარმართთაჲ. მითვე ჴმითა ესაიაჲსითა - "იხარებდ უდაბნოჲ წყურიელი, იშუებდ და ყუაოდე ვითარცა შროშანი" () ესრეთ უკუე ანგელოზ წოდებულმან პირველ საუკუნეთა ძემან ჴმა-უყო მოსეს, ვითარმედ იგი არს ღმერთი აბრაჰამ, ისაკ და იაკობისი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის