თარგმანი: ყოველსავე მხილველსა საღმრთოთა ხილვათასა შეემთხუევის შეძრწუნებით გარე-მიქცევაჲ პირისაჲ, უკუეთუ არა წარიჴადნეს ყოველნი ზრუნვანი ჴორცთა ხრწნილებისა და მოკუდავებისანი, და ქუე დაუტევნეს ბილწნი გემოვნებანი სოფლისანი, რამეთუ სანდალი მკუდრისა ცხოვრის ტყავისაჲ არს. ხოლო ამას ყუედრებით ეტყჳს სტეფანე ჰურიათა, ვითარმედ მაშინ ჯერეთ არა იყო ტაძარი და მსხუერპლნი, ოდეს სახესა ეკლესიისასა — უდაბნოსა — ადგილ წმიდა ეწოდა, რამეთუ, სადაცა ღმერთი იყოს, ყოველივე წმიდა არს — შენი და უშენი, და თჳთ უმეტესღა ახალსა ამას შინა, სადა-ესე იქმნა გარდამოსლვაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ ჴორცთა შესხმად ჴსნისათჳს ყოველთა მიმძლავრებულთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:33
32. მე ვარ ღმერთი მამათა შენთაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. შეძრწუნდა მოსე და ვერ ეძლო განცდად.33. ჰრქუა მას უფალმან: წარიჴადენ სანდალნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა ზედა სდგა, ქუეყანაჲ წმიდა არს,34. ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაჲ რომელ არს ეგჳპტეს და სულ-თქუმანი მათნი შეისმინეს და გარდამოვჴედ განრინებად მათა, და აწ მოვედ მიგავლინო შენ ეგჳპტედ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7